დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016522 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებით (სსმ III, 17.03.2010 წ., №მუხ.431) დამტკიცებული დებულების დანართი №1-ში („ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მე-2 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 2017 წლის 11 დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები (შემდგომში – არსებული ცენტრები), რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით: ა.ა) შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით; ა.ბ) 2017 წლის 11 დეკემბრამდე მოპოვებული აქვთ საკუთრების ან სარგებლობის უფლება შესაბამის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ან მიღებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვს განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით; და ა.გ) არაუგვიანეს 2018 წლის 5 თებერვლისა, სამინისტროში წარდგენილი აქვთ ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დამატებითი დოკუმენტაცია.“; |
ბ)
მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. ამ დებულების მიზნებისთვის აფილირებული პირი გულისხმობს პირს, რომელშიც იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, ან რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იურიდიული პირის 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; 4. ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 11 დეკემბრამდე ნებისმიერ პერიოდში გააჩნდათ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოქმედი აკრედიტაცია (გარდა არსებული ხაზების გაფართოების მიზნით აკრედიტაციის მოპოვების შემთხვევისა). აღნიშნულ პირებზე გავრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტებით, შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებისთვის დადგენილი მოთხოვნები;“. |
2.
მე-3 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, თითოეული ხაზისთვის 100,000 ლარის ოდენობით; |
ბ)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაინტერსებული პირების მიერ შესაბამის განაცხადთა სამინისტროში წარდგენის ვადაა 2018 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით (18.00 სთ.).“. |
3.
მე-4 მუხლის: |
ა)
პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არსებული ცენტრების მიერ აკრედიტაციის მისაღებად, ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, თითოეული ხაზისთვის 100,000 ლარის ოდენობით. 2. არსებული ცენტრების მიერ ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2018 წლის 5 თებერვლისა (18.00 სთ.).“. |
ბ)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. არსებულ ცენტრებზე, ამ მუხლის გარდა, ასევე ვრცელდება ამ დებულების მე-5 მუხლით (საბანკო/სადაზღვევო გარანტიის ნაწილში) და მე-7-მე-10 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.“. |
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია და ხელშეკრულების ხელმოწერის საფასური 1. ამ დებულებით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია (შემდგომში – გარანტია) გაცემული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან მზღვეველის მიერ. 2. გარანტიის ოდენობა უზრუნველყოფს: ა) შერჩევის პროცესში გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას და შესაბამისი აკრედიტაციის მიღებას, მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი პირობების შესაბამისად; და ბ) დაინტერესებული პირების შემთხვევაში, აგრეთვე, შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდას ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში. 3. არსებული ცენტრებისათვის გარანტია ძალაში უნდა იყოს ინსპექტირების ცენტრის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული აკრედიტაციის მიღებისთვის დადგენილი ვადიდან სულ მცირე ერთი თვის გასვლამდე, ხოლო დაინტერესებული პირების შემთხვევაში, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის სრულად გადახდისა და აკრედიტაციის მიღებისთვის განსაზღვრული ვადიდან სულ მცირე ერთი თვის გასვლამდე. 4. გარანტიის მოქმედება წყდება შერჩევის პროცესში გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში აკრედიტაციის მიღებისა და დაინტერესებული პირების შემთხვევაში, ასევე ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ; გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნებზე სამინისტრო უარს აცხადებს ამავე პირების მიერ შესაბამისი ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. ხელშეკრულების ხელმოწერის საფასური დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე. გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარანტია ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“. |
5.
მე-6 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. შესარჩევ პროცესში გამარჯვებული პირ(ებ)ის გარდა სხვა პირებს სამინისტრო უბრუნებს (უარს ამბობს) მათ მიერ წარმოდგენილ გარანტიებს.“. |
6.
მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესაძლებელია აგრეთვე შესრულდეს მესამე პირის მეშვეობით. მესამე პირის მეშვეობით შესრულებულ ვალდებულებებზე სამინისტროს წინაშე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება გამარჯვებულ პირს/არსებულ ცენტრს.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 24 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები