დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.038.016933 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ. 1932) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ1) მინისტრის წერილობითი თანხმობით ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა, ასევე სხვა თანამშრომელთა წახალისებას (ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და სამოქალაქო ან სამსახურებრივ - საშტატო იარაღით დაჯილდოება);“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ2“ ქვეპუნქტი: „პ2) მინისტრს ყოველთვიურად წარუდგენს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით პრობაციის ბიუროების მიერ სასამართლოებისადმი მიმართული წარდგინებების, მსჯავრდებულთა დაჯარიმების, დადგენილი რეჟიმის საპატიოდ ჩათვლის, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ გაცემული ნებართვებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ ანგარიშს;“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-8 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებითა და უფროსი სპეციალისტებით.“. 4. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გეგმურად ან არაგეგმურად შეამოწმოს პრობაციის ოფიცრების მიერ მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოების მიმდინარეობა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, შემოწმების შედეგების შესახებ შეადგინოს დასკვნა და წარუდგინოს სააგენტოს უფროსს;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები