დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 22/03/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია.
2. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ერთი წლით.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 15 წევრით.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინოს კომისიის შემადგენლობა.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 10 მარტი
№214–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები