დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.020338 |
|
„მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016247) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია, შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მტცუ – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე: სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი) 2006 წლის 31 ოქტომბერს გააფორმა „საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პრიორიტეტული სფეროების ერთობლივი ვალდებულების“ განაცხადი თანამშრომლობის შესახებ;“. 3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები