ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომში, მარკო პოლოს ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის მარკო პოლოს I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომში, მარკო პოლოს ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის მარკო პოლოს I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016354
9
16/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
000000000.00.101.016354
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომში, მარკო პოლოს ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის მარკო პოლოს I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №9

2018 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომში, მარკო პოლოს ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის მარკო პოლოს I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომში, მარკო პოლოს ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს მარკო პოლოს I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             გიორგი ტყემალაძე