„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მიღების თარიღი 23/01/2018
დოკუმენტის ტიპი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016006
5
23/01/2018
ვებგვერდი, 23/01/2018
140070000.67.079.016006
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №5

2018 წლის 23 იანვარი

. თბილისი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: www.matsne.gov.ge, 29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.67.079.016001) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფუნქციის შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პირი.“.

2. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კადრების განკარგულებაში აყვანა.“.

3. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ის საშტატო ერთეულთა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება დანიშნულ იქნეს სრული ზოგადი განათლების მქონე სამოქალაქო პირი, განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

4. 38- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. კადრების განკარგულებაში აყვანილ სამოქალაქო პირს კადრების კანკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის ამოწურვის შესახებ ეცნობება წერილობით.

6. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამოქალაქო პირი შეიძლება კონკურსის გარეშე დაინიშნოს სამოქალაქო შემადგენლობაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ასეთი შეთავაზების არსებობის შემთხვევაში.“.

5. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო;“.

6. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუშაობს ამავე სააგენტოში, მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2018 წლის 1 იანვრიდან სამსახურს აგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში, კადრების განკარგულებაში აიყვანება, აგრეთვე, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის, წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების და ზღვრული ასაკის მიღწევის გამო სამსახურიდან დაითხოვება ამავე სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე ვრცელდება მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დადგენილი სამსახურის გავლის პირობები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიგიორგი მღებრიშვილი