ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ჯუმბერ ლეჟავას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ჯუმბერ ლეჟავას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016349
  • Word
4
16/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
000000000.00.101.016349
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ჯუმბერ ლეჟავას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №4

 

2018 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ჯუმბერ ლეჟავას I გასასვლელის  სახელის მინიჭების შესახებ

 

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში ჯუმბერ ლეჟავას ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ჯუმბერ ლეჟავას I გასასვლელის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

   ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ, 6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                      გიორგი ტყემალაძე