დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020336 |
|
„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017619) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.“. 2. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პად-ის ფორმებს ყოველკვარტალურად (ყოველი კვარტალის ბოლოს) აწარმოებენ მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტები.“. 3. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწარმოებს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების მიხედვით, რომლებსაც საქმიანობის სუბიექტები ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ 15 თებერვლამდე, ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) მეშვეობით ავსებენ და შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამის სამსახურებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას წარდგენილ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შეთანხმების თაობაზე იღებენ 15 მარტამდე.“. 4. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსებას ელექტრონული სახით აწარმოებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველა სტაციონარული ობიექტი, გარდა ამავე ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტებისა.“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას არ ექვემდებარება საქმიანობები, რომელთაც ახორციელებს: ა) მოსახლეობა საცხოვრისში, საყოფაცხოვრებო მიზნით (გათბობა, საკვების მომზადება და სხვ.); ბ) ორგანიზაცია/დაწესებულებები, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროს წარმოადგენს მხოლოდ შენობა-ნაგებობების გათბობისთვის ან/და ჰიგიენური მომსახურებისთვის გამოყენებული საშუალებები, რომლებიც არ მოიხმარენ თხევად წიაღისეულ ან/და მყარ წიაღისეულ საწვავს; გ) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული, სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ავტონომიურად ფუნქციონირებადი სტაციონარული ან/და გადასატანი დანადგარები, რომლებიც წარმოადგენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთადერთ სახეს და რომლებიც, საპროექტო პარამეტრების მიხედვით, 1 საათში მოიხმარენ შემდეგი სახის საწვავს: შეშა/ბიომასა – არაუმეტეს 15 კგ-ისა, ქვანახშირი –არაუმეტეს 9 კგ-ისა, დიზელის საწვავი – არაუმეტეს 5 ლ-ისა, მაზუთი – არაუმეტეს 4 ლ-ისა, ბენზინი – არაუმეტეს 5 ლ-ისა, ნავთი – არაუმეტეს 4 ლ-ისა, ბუნებრივი აირი – არაუმეტეს 6 მ3-ისა, თხევადი აირი – არაუმეტეს 3კგ-ისა; დ) ობიექტები, რომლებშიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ წყაროს წარმოადგენს მხოლოდ სარეზერვო ელგენერატორი (ელექტროენერგიის ავარიული გათიშვისას); ე) საკვებითა და სასმელებით მომსახურების ობიექტები (მაგ., რესტორანი, კაფე, კაფეტერია, ბარი, სწრაფი კვების ობიექტი, ორგანიზაცია/დაწესებულების სასადილო და სხვა); ვ) პურ-ფუნთუშეულისა და ცომეული პროდუქტების, ნაყინის, რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, სასმელების (გარდა ლუდისა) წარმოებები, რომელთა ტექნოლოგიურ პროცესებში არ გამოიყენება საწვავი; ზ) თონეები, სახაჭაპურეები, ასევე საცალო რეალიზაციის სხვა ნაწარმის საცხობები; თ) ხის სახერხი ობიექტები (საამქროები), რომლებშიც ფიცრის (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელის, ძელაკის ან/და შპალის მიღება წარმოებს მხოლოდ ხერხვის შედეგად და რომლებიც წელიწადში გადაამუშავებს არაუმეტეს 1000 მ3 ნედლეულს; ი) ობიექტები, რომლებშიც ქვის დამუშავება ხორციელდება სველი მეთოდით; კ) ლითონის მექანიკური დამუშავების ობიექტები, რომლებშიც ლითონის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ მექანიკურ საჭრელ, საფრეზ, სახარატე, საბურღ და სალეს ჩარხებზე; ლ) მეტალოპლასტმასის ნაკეთობათა დაჭრის და აწყობის ობიექტები; მ) მინის დაჭრის ობიექტები; ნ) საიუველირო ნაწარმის დამზადების ან/და შეკეთების ობიექტები; ო) ავტოტექმომსახურების (გარდა სამღებრო საქმიანობისა), ავეჯის, ტექნიკის და ფეხსაცმლის შეკეთების ობიექტები; პ) ბეჭდვითი საქმიანობის ობიექტები, რომლებშიც საბეჭდ საშუალებად იყენებენ მხოლოდ წყალში ხსნად საღებავებს; ჟ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულების ლაბორატორიები; რ) თიხის ტრადიციულ ნაკეთობათა (გარდა სამშენებლო მასალებისა) დამზადების ობიექტები დღე-ღამეში არაუმეტეს 1 ტ-ის წარმადობით; ს) ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება მხოლოდ პლასტმასის პრეფორმების გაბერვის ოპერაციები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები