,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016268
2
18/01/2018
ვებგვერდი, 23/01/2018
010320020.32.057.016268
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №2

2018 წლის 18 იანვარი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: 

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.32.057.016236)  შეტანილ იქნეს  ცვლილებები:
ა) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) აგრარული განვითარების დეპარტამენტი;

გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;

დ) სოფლის განვითარების დეპარტამენტი;

ე) აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;

ი) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი.“;

ბ) დებულების მე-11 მუხლის სათაური და პირველი  პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი

აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“;

გ) დებულების მე-15 მუხლის სათაური და პირველი  პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი

ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე