ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.10.08.148; 64.10.08.149; 64.30.01.011) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.10.08.148; 64.10.08.149; 64.30.01.011) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 330090020.22.024.016521
1-1/14
17/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
330090020.22.024.016521
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.10.08.148; 64.10.08.149; 64.30.01.011) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/14

2018 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.10.08.148; 64.10.08.149; 64.30.01.011) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს  დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.10.08.148; 64.10.08.149; 64.30.01.011) განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება.
მუხლი 2
წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი




ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე   მდებარე მიწის ნაკვეთების (ს/კ 64.10.08.148; 64.10.08.149; 64.30.01.011) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება

 

· საპროექტო ობიექტი   სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი

· ობიექტის მისამართი:  ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი,  სასტუმრო „ლოტოსის“ მიმდებარედ და „კოხტის ძირი“;

· დამკვეთი/მენაშენეს განაცხადი,  მესაკუთრეები თამაზ ბალაძე და მერაბ ტყეშელაშვილი, 30.11.2017, №15244/12; მესაკუთრე შპს „ბელ ჯეო“, 30.11.2017 №15254/12;

· მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები (ს/კ  64.10.08.148; 64.10.08.149; 64.30.01.011) გრგ-ს საპროექტოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 15114.00კვ/მ-ს

   

ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები

 

       1.             

ტერიტორიის დახასიათება და ქალაქმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები

 

· საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო „ლოტოსი“-ს მიმდებარედ და ,,კოხტის ძირი“;

· ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით მოითხოვს  ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებას.  ტერიტორიის ზოგადი და კონკრეტული ზონები განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმით, დავალებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად.

· გათვალისწინებულ იქნეს წარმოდგენილი წინასაპროექტო კვლევის შედეგები და დასკვნები.

       2.             

შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან

· მოხდეს შენობის  მორგება არსებულ გარემოსთან;

· გრგ-ის პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ იქნეს მიმდებარე ტერიტორიების სავარაუდო განვითარების ხედვა.

· საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს გრგ-ის პროექტით;

· კომპლექსი დაპროექტდეს საპროექტოდ გამოყოფილი ტერიტორიისთვის დადგენილ საზღვრებში;

· იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით;

· გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა;

· მიწისზედა და მიწისქვეშა   ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში 1 ბინაზე -1 ავტოსადგომი; სასტუმროს შემთხვევაში 2 ნომერზე- 1 ავტოსადგომი.

       3.             

მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა ნაგებობის დანგრევა და გადატანა, ან მათი სივრცით გეგმარებითი მოწყობის შეცვლა

· განისაზღვროს გრგ-ს პროექტით

 

       4.             

მოთხოვნები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედავობა და სხვა)

· განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე;

· დაცულ იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები;

· შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას.

       5.             

ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები

· მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები  (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან;

· წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის სქემა, შიდა საფეხმავლო და რეკრეაციული სივრცეების გათვალისწინებით;

· გრგ-ს დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები;

· მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები;

· გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა და ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საინჟინრო ქსელი;

       6.             

ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო-კომუნალური, სატრანსპორტო  და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა

·  პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები;

· ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო  ქსელით, ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის;

· განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა).

 

       1.             

მიწის ნაკვეთების ფართობი

15114.00 მ

       2.             

ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1

 

0,3

 

 

_____

 

 

_____

 

       3.             

ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე

11 მეტრი ფასადის სიმაღლე, მიწის ყველაზე დაბალი წერტილიდან;

15 მეტრი კეხში.

 

 

 

       4.             

ტერიტორიის გამწვანების კოეფიციენტი კ3

0.3

 

 

       5.             

ა) განაშენიანების

რეგულირების

ხაზები(წითელი ხაზები)

ბ) განაშენიანების 

სავალდებულო ხაზები

(ლურჯი ხაზები)

ა) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით,

 

ბ) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით.

       6.             

ა) ავტომანქანების ღია

სადგომების რაოდენობა;

ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა

სადგომების რაოდენობა.

            განისაზღვროს  გრგ-ს პროექტით.

       7.             

შენობის მაქსიმალური სიმაღლე/სართულიანობა

  3  სართული მანსარდით.

 

განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი

1. განაცხადი;

2. ტერიტორიის გრგ-ის რუკა, გეგმარებითი დავალება,

3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა;

4. ზოგადი გეოლოგია;

5. გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა.

6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000.

7. ტოპო-გეოდეზიური  ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ 1:500.

8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ 1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში).

9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში.

10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000.

11. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში).

12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა).

13.  ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000.

14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500.

15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში).

16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში).

17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში).

 

შენიშვნები:

1. გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ,,ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად.

2. გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით.

3. განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში -გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალში 6-დან მე-16 პუნქტის ჩათვლით მითითებული მასალები წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს.

4. გრგ-ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე.

5.  გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს:

-  საპროექტო ტერიტორიის საზღვრები,

-  მიწის ნაკვეთის საზღვრები,

-  განაშენიანების რეგულირების ხაზები,

-  შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H

-  მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა)

-  განაშენიანების კოეფიციენტი კ1

- განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2

-  გამწვანების კოეფიციენტი კ3

-  ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები

-  მითითებული იყოს გაბარიტული ზომები.