დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.03.743; 64.30.03.744; 64.30.03.372) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.22.024.016519 |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.03.743; 64.30.03.744; 64.30.03.372) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
|
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.03.743; 64.30.03.744; 64.30.03.372) განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება. |
| მუხლი 2 |
წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, მდებარე მიწის ნაკვეთების - ს/კ 64.30.03.744; 64.30.03.743; 64.30.03.372 განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება
· საპროექტო ობიექტი – სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი; · ობიექტის მისამართი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი; · დამკვეთი/მენაშენე ვალადიმერ კვარაცხელია 2017.04.12. N15370/09; ბორის შოშიტაიშვილი 2017.04.12. №15369/09; · მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები (ს/კ 64.30.03.744; 64.30.03.743; 64.30.03.372) · გრგ-ს საპროექტოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 10001.00 მ2 ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში – გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი 1. განაცხადი. 2. ტერიტორიის გრგ-ს რუკა გეგმარებითი დავალება. 3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა. 4. ზოგადი გეოლოგია. 5. გრგ-ს ტექნიკური ნაწილი: გრგ-ს აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა. 6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000. 7. ტოპო-გეოდეზიური ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500. 8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში). 9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში. 10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000. 11. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში). 12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა). 13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000. 14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500. 15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში). 16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში). 17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში). შენიშვნები: 1. გრგ-ს პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ,,ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად. 2. გრგ-ს საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით. 3. განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში -გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალში 6-დან მე-16 პუნქტის ჩათვლით მითითებული მასალები წარმოდგენილი იქნას ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს. 4. გრგ-ს წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF დორმატში CD დისკზე. 5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს: - საპროექტო ტერიტორიის საზღვრები. - მიწის ნაკვეთის საზღვრები. - განაშენიანების რეგულირების ხაზები. - შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H. - მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა). - განაშენიანების კოეფიციენტი კ1. - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2. - გამწვანების კოეფიციენტი კ3. - ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები. - მითითებული იყოს გაბარიტული ზომები. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები