დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016356 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2017; 190040000.35.149.016350) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცერებრალური დამბლით, ტეტრაპლეგიით, ერბ-შარკო-შტრუმპელის ოჯახური სპასტიკური პარაპლეგიით, არასრული ოსტეოგენეზით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა – ქცევის პათოლოგიით, საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობით, სენსონევრალური (ნეიროსენსორული) ხასიათის მძიმე, III ხარისხის სმენის ორმხრივი დაქვეითებით, ეპილეფსიით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები) დაავადებულ პირებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საბანკო ანგარიში;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები