კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016355
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
22/01/2018
ვებგვერდი, 29/01/2018
010250020.35.149.016355
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/01/2018 - 21/12/2018)

 

 კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2018 წლის 22 იანვარი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტისა, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
კასპის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეიქმნას კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:

ა)  ქალაქ კასპის  ადმინისტრაციული ერთეული (ქალაქი კასპი, სოფ. მიქელწყარო);

ბ)  დოესის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. დოესი, სოფ. გრაკალი);

გ)  ხოვლეს ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ხოვლე);

დ) ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ზემო ხანდაკი, სოფ. კალოუბანი, სოფ. ზენადრისი);

ე) თელიანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. თელიანი, სოფ. სასირეთი);

ვ) მეტეხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. მეტეხი, სოფ. ბარნაბიაანთ კარი, სოფ. სადგური მეტეხი);

ზ) ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ქვ.გომი, სოფ. ნიაბი, სოფ. ბორტა);

თ) ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ახალქალაქი, სოფ. ზემო ჩოჩეთი, სოფ. თეძმის ხევი, სოფ. ახალსოფელი, სოფ. ჩაჩუბეთი, სოფ. კაპრაშიანი, სოფ. გარიყულა, სოფ. ერთაწმინდა, სოფ. რკონი, სოფ. ჭყოპიანი);

ი) ახალციხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ახალციხე, სოფ. ნოსტე, სოფ. მთიულთუბანი, სოფ. გოსტიბე, სოფ. ცხავერი);

კ) კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. კავთისხევი, სოფ. ქვემო ჩოჩეთი, სოფ. ციხისუბანი, სოფ. თვალადი, სოფ. ეზატი, სოფ. გუდალეთი, სოფ. შუა უბანი, სოფ. ქებაანი, სოფ. წიფორი, სოფ. ქვემო ხანდაკი, სოფ. მირიანი, სოფ. ვარჯაანი);

ლ)  წინარეხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. წინარეხი, სოფ. თელადგორი, სოფ. გომი–ჯვარი, სოფ. ლავრისხევი, სოფ. იდლეთი);

მ) აღაიანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. აღაიანი, სოფ. ხიდისყური, სოფ. საქადაგიანო);

ნ) ოკამის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ოკამი, სოფ. ფერმა, სოფ. ჩანგილარი, სოფ. თეზი);

ო) ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ლამისყანა, სოფ. ხვითი, სოფ. თვაურები);

პ) სამთავისის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. სამთავისი, სოფ. ბოჟამი, სოფ. თოგოიანი, სოფ. იგოეთი, სოფ. მრგვალი ჭალა);

ჟ) ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ქვემო ჭალა, სოფ. ახალშენა, სოფ. საკორინთლო, სოფ. გორაკა, სოფ. პანტიანი, სოფ. ვაკე, სოფ. გამდლისწყარო);

რ) კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. კოდისწყარო, სოფ. ზადიაანთ  კარი, სოფ. ყარაფილა, სოფ. სარიბარი, სოფ. ჩობალაური, სოფ. ნიგოზა, სოფ. ზემო რენე, სოფ. ქვემო რენე).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 07/08/2014; 010250020.35.149.016206).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე