დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.118.016224 |
5
25/01/2018
ვებგვერდი, 01/02/2018
010250050.35.118.016224
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
|
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველოს კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
1.
ეს დადგენილება, გარდა დანართის მე-2 მუხლის „გ” და „დ” ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ დადგენილების დანართის მე-2 მუხლის „გ” და „დ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს. |
მუხლი 2.
განათლება და გამოცდილება |
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს: |
ა)
აკადემიური
უმაღლესი განათლება;
|
გ)
გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; |
დ)
გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).
|
მუხლი 3.
სამართლებრივი აქტების ცოდნა |
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
|
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; |
გ)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; |
დ)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; |
ე)
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; |
ვ)
საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”; |
ზ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; |
თ)
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. |
მუხლი 4.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები |
1.
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს:
|
ა)
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; |
ბ)
ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
|
გ)
ინკლუზიური განათლების პრინციპები; |
დ)
პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;
|
ე)
ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;
|
ვ)
სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები; |
ზ)
ფინანსური მართვის საფუძვლები; |
თ)
პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; |
ი)
ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; |
კ)
ინვენტარიზაციის პროცედურები. |
2.
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: |
ა)
ადამიანური რესურსების მართვა; |
ბ)
პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; |
გ)
სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; |
დ)
კომპლექსური ურთიერთობების მართვა; |
ე)
პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;
|
ვ)
დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; |
ზ)
დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; |
თ)
შესყიდვების დაგეგმვა; |
ი)
წლიური ბიუჯეტის შედგენა; |
კ)
სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; |
ლ)
რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება. |
მუხლი 5.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა |
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
|
ა)
იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; |
ბ)
მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.
|
მუხლი 6.
გარდამავალი დებულებები |
მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები