„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016411
7
22/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
190020020.35.158.016411
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2018 წლის 22 იანვარი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების  საფუძველზე ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი   ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399) დამტკიცებულ  დანართი  №1-ში  შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების  წესის დამტკიცების შესახებ“ .

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 1. ონკოლოგიური  დაავადების მქონე ბენეფიციარების  სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2018 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე);“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-16 მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1. ერთჯერად მატერიალურ (ფულად) დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები:

ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65000-დან 150 000-მდე და სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018 წწ. პერიოდში, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

2. ასი  და მეტი წლოვანების ხანდაზმულს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“ .

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1.ბინის ქირა აუნაზღაურდებათ სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს (თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, არაუმეტეს ასი ლარი), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ 2017-2018 წწ. პერიოდში.“.

11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;“.

12. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ 4. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის  სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი