დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.158.016410 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 21/11/2017, 010250040.35.158.016373) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ს დაემატოს 151 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 151. საკრებულოს თანამდებობის პირები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეების, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები