დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 14 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016384 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 14 ივლისის `N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 14 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N 69 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016370) და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 14 ივლისის N18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 16/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016172) დამტკიცებულ დებულებაში-„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულება“ და პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები