დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.141.016235 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/01/2018 - 28/02/2018)
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №24 დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010060050.35.141.016121). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნების შემდეგ. |
|
დანართი 1
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
|
თავი I. ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი: |
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში– სამსახური) არის ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახურის სრული დასახელებაა ახალქალაქის მუნიციპლაიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. ახალქალაქი, ჩარენცის ქ. №11. 5. სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მუნიციპალიტეტის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. |
მუხლი 2.
სამსახურის საქმიანობის პრინციპები: |
1. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა; თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. |
მუხლი 3.
სამსახურის უფლებამოსილებები: |
1. სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) მუნიციპალიტეტის – ქ.ახალქალაქის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც უზრუნველყოფს ქ. ახალქალაქის საკრებულოს სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას; ბ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, რისთვისაც: ბ.ა) კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს დადგენილ ვადებში მხარჯავ დაწესებულებებზე დასაყვანად; ბ.ბ) უზრუნველყოფს ქ. ახალქალაქის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას; ბ.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ქ. ახალქალაქის საკრებულოს სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპლაიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზირებას; ბ.დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს ; ბ.ე) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულებას, რისთვისაც: გ.ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამზადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას; გ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების ყოველდღიურ აღრიცხვას, ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობის გაანალიზებას და წინადადებების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების სრულყოფის უზრუნველსაყოფად; გ.გ) ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსებას; გ.დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ქ.ახალქალაქის საკრებულოს საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; გ.ე) დადგენილი წესის მიხედვით იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს, ახდენს მათ რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას; გ.ვ) შეიმუშავებს და მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს შემდგომში ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე; გ.ზ) მერს წარუდგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს, ამზადებს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე ქ.ახალქალაქის მერის ბრძანების პროექტს; გ.თ) მერის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას; გ.ი) უზრუნველყოფს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილებების აღრიცხვის წარმოებას, უგზავნის შეტყობინებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ცვლილებების მიხედვით განსახორციელებელ ანგარიშსწორებებზე; დ) მერიის პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენა; ე) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებზე მისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; ვ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება; ზ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; თ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო დაწესებულებების წლიური და პერიოდული ანგარიშების მიღება; ი) მერისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შესათანხმებლად წარდგენა, მათი საშტატო განრიგების პროექტების მომზადება და დამტკიცების თაობაზე მერიის შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება; კ) წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმება; ლ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა გადაწყვეტილებების და მერის სხვა დავალებების აღსრულება; მ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება და მერისა და მერის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება. |
მუხლი 4.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილებები: |
1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილებები: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ე) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზედაც წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას; ვ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად; ზ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში; თ) ითანხმებს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს; ი) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; კ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, მერისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ახალქალაქის მერს. მერის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებს; მ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; ნ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; რ) ესწრება მერის თათბირებს; პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; ჟ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის და მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს; ს) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. |
მუხლი 5.
სამსახურის შემადგენლობა |
1. სამსახური შემადგენლობაში შედის:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფელების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფელების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) სამსახურის მოხელეები. 2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფებია: ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება. |
მუხლი 6.
საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფლებამოსილებები |
1. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება:
ა) შეიმუშავებს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებებს; ბ) მონაწილეობას იღებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მოზადებაში, ახორციელებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მომზადებას; გ) ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებასა და დამუშავებას; დ) ახორციელებს ქ. ახალქალაქის მერიის სხვა სამსახურებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას; ე) წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ამზადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს, ახდენს ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და შესრულებას; ვ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებას; ზ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამზადებს ამ ასიგნებების კვარტალური განწერის პროექტს და კანონით გათვალისწინებულ ვადებში აწვდის თითოეულ საბიუჯეტო დაწესებულებას; თ) ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განაწილების და შესაბამისი მონაცემების გადაცემას ბუღალტრული არღიცხვის განყოფილებაზე; ი) ამზადებს წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ხარჯების ნაწილობრივი გადანაწილების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით; კ) ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; ლ) ახდენს ქ. ახალქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს; მ) ადგენს და დადგენილ ვადებში ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად ამზადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; ნ) ქ. ახალქალაქის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს წინადადებებს მერის მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შეთანხმების თაობაზე; ო) ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს ახალქალაქის მუნციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშტატო განრიგების დამტკიცების თაობაზე ქ. ახალქალაქის მერიის შესაბამისი ბრძანების პროექტებს; პ) ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯვით ნაწილს, შემოსულეობებსა და გადასახდელების შესრულების ანგარიშის შედგენას, აღრიცხავს სპეციალური შემოსულობების ანგარიშზე თანხების მოძრაობას, ახორციელებს საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას და მათი სისწორის კონტროლს; ჟ) ახორციელებს ბუღლტრული აღრიცხვის განყოფილებიდან საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას, უზრუნველყოფს წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას, შედარებას და მათ საფუძველზე მათ ფორმირებას. რ) ახორციელებს ყოველდღიურ საბანკო ამონაწერის დამუშავებას, ს) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ტ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ახალქალაქის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ახალქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
მუხლი 7.
ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფლებამოსილებები |
1. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება:
ა) საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ქ. ახალქალაქის მერიის ვალდებულებების დოკუმენტების მომზადებას . ბ) ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია; გ) ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან; დ) უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას, . ე) ადგენს მერიის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშებს (ბუღალტრული ბალანსები); ვ) ახდენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს; ზ) ახდენს ქ. ახალქალაქის მერიის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემლების თავისდროულ დარიცხვას და გაცემას; თ) ახორციელებს კონტროლს ქ. ახალქალაქის მერიაში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ი) დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს ქ. ახალქალაქის მერიის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებას და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; კ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; ლ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენი დოკუმენტების შედგენასა და დადგენილ ვადაში წარდგენას; მ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე; ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ო) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ახალქალაქის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ახალქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
მუხლი 8.
სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია |
1. სამსახურის დებულებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. 3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 9.
დებულების ძალაში შესვლა |
1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები