დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.159.016325 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში
,,მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ’’ (www.matsne.gov.ge; 08/02/2011წ.,
210020010.35.159.016024) და მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით. 2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს მოსაკრებელი განისაზღვროს სამშენებლო ტერიტორიის ტრანშეის (არხის) ერთ კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 0,30 (ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომლის წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია, ასევე კანონით ან კანონქვემდებარე აქტით მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებული დაინტერესებული სუბიექტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები