„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016452
7
18/01/2018
ვებგვერდი, 25/01/2018
010250050.35.122.016452
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2018 წლის 18 იანვარი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 05/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016418)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის, ფრაქციის თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის, ფრაქციის თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე“.

3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის თანამდებობის პირებია: ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.  მათი უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი – ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე“.

4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არჩევნების დროს ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს. თანამდებობიდან გადაყენების ან მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრისას ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმიდან: „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩიოს ერთ-ერთი, რომელსაც შემოხაზავს, ხოლო მეორეს კი გადახაზავს“.

5. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებულმა არცერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არცერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და ასევე არ მიიღო არც ინიციირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და იგი, როგორც წესი, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ 3 თვის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისია შემთხვევა, თუ შემოტანილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზეც არსებობს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე თუ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს მერი აუცილებლობის მოტივით“.

6. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 85-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 108-ე და 137-ე მუხლებით დადგენილი წესით. პროექტების გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისიები, რომელსაც გადაეცათ პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის ვადები, კომისიებისა და ფრაქციების ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტების საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა“.

7. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას“.

8. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მუხლების ნუმერაცია შეიცვალოს და გადაინომროს შემდეგნაირად: ნაცვლად 1271, 1272, 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 132-ე, 133-ე, 134-ე, 135-ე, 136-ე, 137-ე და 138-ე მუხლებისა,  ნუმერაცია განისაზღვროს 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 132-ე, 133-ე, 134-ე, 135-ე, 136-ე, 137-ე და 138-ე, 139-ე და 140-ე მუხლებად.

9. დადგენილებით დამტკიცებული 128-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 128. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება

ბ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა;“.

10. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 33-ე მუხლში, 86-ე მუხლის მე-6 პუნქტში, 90-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, 105-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 108-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 110-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 130-ე მუხლის მე-6 პუნქტში, 132-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 134-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში და 135-ე მუხლის პირველ პუნქტში, ნაცვლად ციფრისა „135“, ჩაიწეროს „137“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი