„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.154.016339
8
18/01/2018
ვებგვერდი, 25/01/2018
010250020.35.154.016339
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2018 წლის 18 იანვარი

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 18/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.154.016322) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის  შესაბამისად  განსაზღვრავს  თიანეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას,  სტრუქტურას,  მისი სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობებს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იურიდიული განყოფილება

II რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი;

იურიდიული განყოფილების – III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

იურიდიული განყოფილების – III რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

საკრებულოს აპარატის – III რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეიმუშავებს აპარატის შინაგანაწესს  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად;“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის  საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.“.

5. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დადგენილება ძალაშია 2018 წლის 1 მარტიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური