„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.038.016907
1
23/01/2018
ვებგვერდი, 25/01/2018
010320010.22.038.016907
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №1

2018 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/06/2015, 010320010.22.038.016479) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:

1. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. პენიტენციური დაწესებულებების (გარდა №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის) საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკუნალო მიმართულებით) ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის ექთანი, ქირურგიის ექთანი, ანესთეზიოლოგიის ექთანი, კრიტიკული მედიცინის ექთანი, სამკურნალო დიაგნოსტიკის ექთანი, ზოგადი პრაქტიკის ექთანი, ფსიქიატრიის ექთანი. ასევე, პრაქტიკოსი ბებიაქალი/ბებიაქალი, ფერშალ-ლაბორანტი ან სანიტარული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული) ან მათი მომიჯნავე სპეციალობების ექთანი);

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

2. პენიტენციური დაწესებულებების (გარდა №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის) საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია  შემდეგი  საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

თ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.“.

3. 42- მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;“.

4. 49- მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;“.

5. 50- მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკუნალო მიმართულებით) ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის ექთანი, ქირურგიის ექთანი, ანესთეზიოლოგიის ექთანი, კრიტიკული მედიცინის ექთანი, სამკურნალო დიაგნოსტიკის ექთანი, ზოგადი პრაქტიკის ექთანი, ფსიქიატრის ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედიცინის ძმა). ასევე, პრაქტიკოსი ბებიაქალი/ბებიაქალი, ფერშალ ლაბორანტი ან სანიტარიული ფერშალი (აღნიშნული სპეციალობით 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული).“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი