დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 46 |
დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016266 |
|
"ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის
“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
მუხლი 1 |
"ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 579 150 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5 280 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 953 400 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 345 750 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6 765 104 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 996 334 ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 996 334 ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით;
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 9 761 438 ლარით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 182 288 ლარის ოდენობით
.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 298 069 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 298 069 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 115 781 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 40 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი
|
განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 115 781 ლარის ოდენობით. მისი განკარგვა განხორციელდეს 2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გამწვევი პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, გამწვევ პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება გარე განათების, გამწვანების, სანიტარიული დასუფთავების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კეთილმოწყობის, ასევე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მგზავრთა ტრანსპორტირების მომსახურება. 2.1.1 მგზავრთა მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 02) მოსახლეობის თხოვნით მოქმედებს მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა. პროგრამის თანახმად მომსახურება ხორციელდება ხულო-ბეშუმის, ღორჯომი-ზორტიყელის, ხიხაძირის, ვაშლოვანის და დიდაჭარის მთების მიმართულებით უფასო მიკრო ავტობუსებით, რომლის აუცილებლობაც გამოწვეულია მგზავრთა სიმრავლით. 2.1.2 სპეციალური ტექნიკის შეძენა (პროგრამული კოდი 03 01 08) ხულოს მუნიციპალიტეტი თავისი რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით ხშირია სხვადასხვა სტიქიური მოვლენები, რისი შედეგების სალიკვიდაციოდ და ოპერატიული რეაგირებისათვის აუცილებელია სპეციალური ტექნიკის შეძენა. ასევე შესაძლებელი იქნება ზაფხულის ცხელ პერიოდში გზების მორწყვა. 2.1.3 მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 09) მუნიციპალიტეტში მრავლად არის შიდა სასოფლო გზებზე ისეთი მონაკვეთები, სადაც ავტომანქანით მისვლა ჭირს და მოსახლეობას ხშირად უხდებათ ფეხით გადაადგილება და ტვირთის ხელით გადაზიდვა. პრობლემის ნაწილობრივ მაინც მოსაგვარებლად იქ, სადაც უფრო მეტად პრობლემატური მონაკვეთებია დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობა. 2.2. ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ” ბაგირგზა (პროგრამული კოდი 03 02) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი რთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის, განსაკუთრებულით დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბა ხულოსთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობა, რამაც შექმნა “ხულო-თაგო”-სატვირთო–სამგზავრო ბაგირგზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს, როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ასევე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებშიც. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტის გამართულ მუშაობას უზრუნველყობს ა(ა)იპ „ხულო-თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის მცირე შემოსავლების გამო მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2.3 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოვლა-რეაბილიტაცია, საპროექტო-საკადასტრო სამუშაოები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. 2.3.1 გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ქსელების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს „გარე განათების მოვლა-ექპლოატაციის“ პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელების სრულყოფას, განათების თანამედროვე წყაროების, ახალი მასალების გამოყენებას, ღამით უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობას. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 84 დასახლებულ პუნქტში 5330-მდე წერტილის მომსახურება. 2.3.2 სანიტარიული დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 03 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად „საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ქალაქ ბათუმში ლეგალურ ნაგავსაყრელზე. 2.3.3 ა(ა)იპ – ხულოს მუნიციპალური სერვისი (პროგრამული კოდი 03 03 03) ა(ა)იპ – ხულოს მუნიციპალური სერვისი უზრუნველყობს მუნიციპალიტეტის მოვლა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანას დაბისა და ადმინისტრაციული ცენტრებიდან, მუნიციპალური საპირფარეშოების მოვლას, გამწვანებითი ღონისძიებების განხორციელებას, ასევე უზრუნველყობს შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 2.3.4 უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამა (პროგრამულიკოდი 03 03 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების იზოლირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3.5 ა(ა)იპ – ხულოს წყალკანალი (პროგრამული კოდი 03 03 05) ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ ახორციელებს დაბა ხულოსა და მუნიციპალიტეტში არსებული 26 წყალსადენის მოვლასა და წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით თითქმის ყველა წყალსადენი 24-საათიანი რეჟიმით უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას. ასევე უზრუნველყოფს დაბის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვა. 2.3.6 წყალსადენების რეაბილიტაცია-რემონტი, სახანძრო ავზების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 06) - მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანა (გარდამავალი) – დაბის მოსახლეობის სასმელი წყლით უკეთ მომარაგებისათვის დაგეგმილია მთა საჯოგიადან ნეგოიანის წყალსადენზე სასმელი წყლის მიყვანა, რითაც გაიზრდება წყლის დებეტი. აღნიშნული სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდება 2018 წელს. - ტუნაძეების სასმელი წყლის რეაბილიტაცია – არსებული წყალსადენი მოშლილია და საჭიროებს აუცილებელ რეაბილიტაციას. 2.3.7 საპროექტო-საკადასტრო აზომვები და საექსპერტო მომსახურება სამუშაოები (პროგრამულიკოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოების განხორციელება, ასევე მიმდინარე და შემდგომი წლების პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ესკიზური ნახაზების შედგენა. 2.3.8 სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 08) რიყეთში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა – სოფელი რიყეთი მდებარეობს ბათუმი-ხულო-ახალციხის გზაზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურად გადაადგილდება სხვადასხვა მიმართულებით, გაზრდილია ტურისტული ნაკადების მოძრაობა, აქვეა განთავსებულია რამოდენიმე მუნიციპალური შენობა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა აქ არსებული საკანალიზაციო ქსელის მგომარეობა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებისაგან. დიდაჭარაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა – სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში განთავსებულია რამოდენიმე მუნიციპალური შენობა, სადაც ყოველდღიურად თავს იყრის მოსახლეობის დიდი ნაწილი. იმის გამო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი საკანალიზაციო სისტემა, ხშირად იქმნება მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების საფრთხე. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს 2017 წლიდან და დასრულდება მიმდინარე წელს. 2.3.9 ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები, წლის განმავლობაში აუცილებელი და გადაუდებელი მიწის სამუშაოების განხორციელება. 2.3.10 „დაბა ხულო ამორტიზირებული და საცხოვრებლად უვარგისი სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის შეძენა (პროგრამული კოდი 03 03 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია იმ ფიზიკური პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ ბარაკულ ან/და ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში და წარმოადგენს საფრთხის შემცველს იქ მცხოვრებლებთათვის, ასევე ის ფართები, რომლებიც ამახინჯებენ დაბის იერსახეს. 2.4 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის №1 და №2 შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მდინარე ღორჯომისწყალის კალაპოტის (კულტურის სახლის მიმდებარედ) გამაგრება, მუნიციპალური ობიექტების გამრიცხველიანება. 2.4.1 მუნიციპალური სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 01) - დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის №1 და №2 შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – აღნიშნული ტერიტორია თავისი ფუნქციითა და მდებარეობით გამოირჩევა ხალხმრავლობით და ვიზიტორთა სიმრავლით. აუცილებელია მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. - მდინარე ღორჯომის წყლის კალაპოტის (კულტურის სახლის მიმდებარედ) გამაგრება - ღორჯომის ცენტრის მიმდებარედ ჩამოედინება მდინარე, რომელიც საფრთხეს უქმნის იქ განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, კერძოდ, საცხოვრებელ სახლებს, სკოლას, კულტურის სახლს, საკულტო დაწასებულებას – მეჩეთს. დაგეგმილია მდინარის კალაპოტის კაპიტალური მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს განვითარებული მეწყერული პროცესების შეჩერებას. 2.4.2 მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 03) - მუნიციპალური ობიექტების გამრიცხველიანება – მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ცალკეული ადმინისტრაციული შენობები საჭიროებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფას და შესაბამისად გამრიცხველიანებას, რისთვისაც მიმართულია აღნიშნული ღონისძიების განხორციელება. 2.5 სოფლის მეურნეობა (პროგრამული კოდი 03 06) ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება, რომელთაგანაც ერთ-ეთი წამყვანი ადგილი უჭირავს მესაქონლეობას. ამ კუთხით მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს მოსახლეობაზე ხელშეწყობას ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების განვითარების მხვრივ. 2.5.1 ფერმერებსა და აგრო მეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 06 01) სოფლის მეურნეობის საქმიანობას, რომელთაგანაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მესაქონლეობას, მოსახლეობა აწარმოებს როგორც რძესა და რძის პროდუქტებს, ასევე ბაზარზე სარეალიზაციოდ გააქვთ ხორცპროდუქტები, რომლის დამუშავება ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდა არაქარხნული წესით და ვერ აკმაყოფილებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტის გამოყენება საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის, ასევე მოსახლეობის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს სასაკლაოებზე დაწესებული ტარიფები და დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ლიცენზირებული სასაკლაოების მომსახურებით სარგებლობას. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მოსახლეობის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით იქმნება ,,ფერმერებსა და აგრო მეწარმეებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობას უზრუნველყოფილი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და სანიტარიული ნორმებით დამუშავებული პროდუქტის ბაზარზე შეტანა. პროგრამა განხორციელდება მოსახლეობის თანადაფინანსებით, სადაც მუნიციპალიტეტის წილი შეადგენს 80%-ს. ყოველივე ეს ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს უფრო განავითარონ მესაქონლეობის დარგი და ხორცისა და ხორცპროდუქტების რეალიზაციისას დაცული იქნება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი მშენებლობა-რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 ა(ა)იპ – ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს 23 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას მიიღებს დაახლოებით 790 ბავშვი. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, უზრუნველყობს სხვადასხვა ინვენტარით და ტექნიკით, რათა ბავშვებს მიეცეთ ნორმალური და სრულყოფილი განვითარების საშუალება. 3.2 საბავშვო ბაღების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რემონტს. 2018 წლისათვის დაგეგმილია და გრძელდება საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ზედა ვაშლოვანში ერთ ჯგუფზე (25-30 ბავშვი), სოფელ ბეღლეთში ერთ ჯგუფზე (25–30 ბავშვი), სოფელ ბოძაურში ერთ ჯგუფზე (25-30 ბავშვი). ასევე მიმდინარე წელს დასრულდება უჩხოს საბავშვო ბაღის და სოფლის კლუბის კეთილმოწყობა. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, წახალისებას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არაერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა, ამ კუთხით აუცილებელია კიდევ უფრო ფართო ღონისძიებების გატარება, რაც გათვალისწინებულია სპორტული ღონისძიებების პროგრამაში, ა(ა)იპ – ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის საქმიანობაში და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. 4.1.1 ა(ა)იპ – ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამულიკოდი 05 01 01) სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სპორტული მუშაობის გაუმჯობესებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის შემდგომი განვითარებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ – ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა, რომლის ფინანსურად უზრუნველყოფას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სკოლაში სწავლობს 370 ბავშვი, ფუნქცინირებს ჭიდაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, სათხილამურო სპორტის, ჭადრაკის ჯგუფები. მეცადინეობები ტარდება სკოლის შემდგომ პერიოდში. 4.1.2 სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მაშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმეტებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, (არიან ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიადის პრიზიორები), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობები. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება საჩუქრებით, ჯილდოებით და წლის ბოლოს გამორჩეული სპორტსმენები საჩუქრდებიან ფულადი ფორმით. 4.1.3 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 05 01 04) - ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული სპორტული მოედანის რეაბილიტაციას. აღნიშნული მოედნების ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად არის მოშლილი და საჭიროებს აუცილებელ რეაბილიტაციას. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის აღზრდას, წარმოჩენას და გამოვლინებას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი. ამ კუთხით დაბაში მოქმედებს სახელოვნებო სკოლა, სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, კულტურის ცენტრი, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული პროგრამები თუ ღონისძიებები, კონფერენციები და ღირსშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი საღამოები. 4.2.1 ა(ა)იპ – ხულოს სახელოვნებო სკოლა (პროგრამულიკოდი 05 02 01) დაბა ხულოში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა, რომელიც ემსახურება ბავშვების სწავლა-განათლებას და აღზრდას სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში, ეწყობა ანიმაციური ფილმები, მზადდება ბავშვთა თეატრალური გამოსვლები, რითაც ბავშვებს ეძლევათ საშუალება გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები და ნიჭი აღნიშნული დარგის მიმართ. სკოლაში სწავლობს 109 ბავშვი. 4.2.2 ა(ა)იპ – ხულოს კულტურის ცენტრი (პროგრამულიკოდი 05 02 02) კულტურული ტრადიციების დაცვის და გაგრძელების მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კულტურის ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, ქმნის შესაბამის პირობებს, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება. კულტურის ცენტრში ფუნქცინირებს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული წრეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი. თემებში არსებული კლუბები ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობისათვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული თუ სხვა ტრადიციების შენარჩუნებას და წარმოჩენას (ბერმუხა, ქალთა ფოლკლორული ჯგუფები და სხვა). 4.2.3 სსიპ – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 03) ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა მისი საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, შესაბამისად საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რათა კვლავინდებურად გააგრძელოს თავისი ტრადიციები. თეატრი ახორციელებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპექტაკლების წარმოდგენას, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გაჯანსაღებას. 4.2.4 კულტურულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით და საინტერესო პროექტების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების, მათ შორის, შუამთობის, ტბელობის, დიდაჭარობის ორგანიზება-ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შეჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრები. თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. 4.2.5 ახალგაზრდობის სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობისა და ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. 4.2.6 ა(ა)იპ – კურორტი ბეშუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, კურორტის ტერიტორიის დასუფთავებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურებას, ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურის დაცვის და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასევე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები მოწოდებულია, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა ეპილეფსიით დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 5.1.1 ა(ა)იპ – ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამბულატორიების მომსახურების გაუმჯობესებას (სულ 11 ამბულატორია), რისთვისაც ა(ა)იპ – ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი უზრუნველყობს ექიმებს მედიკამენტებით და სხვა მიმდინარე ხარჯებით (მძღოლის ხელფასი, საწვავი, ავტომანქანის რემონტი, ავტომანქანის დაზღვევა, ოფისის ხარჯები და სხვა), რაც მოგვცემს ამბულატორიების გამართული და ეფექტური მუშაობის საშუალებას. ასევე გათვალისწინებულია სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მომსახურების განხორციელება (მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენა-მიწოდება), რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს თემის სამედიცინო პუნქტების მუშაობას, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განმტკიცებას. 5.1.2 ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისა თუ მოზარდების ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 110 ბენეფიციარზე. 5.1.3 პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 12 ბენეფიციარზე. 5.1.4 ბრონქული ასთმით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბრონქული ასთმით დაავადებულ მოქალაქეთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 47 ბენეფიციარზე. 5.1.5 მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდების მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 06) ქვეპროგრამის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონში, ხოლო სტაციონიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს. აქედან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება სათემო მობილური გუნდის მიერ პაციენტთა მონაცემების შესწავლა-აღრიცხვა ადგილზე მისვლით და მათთვის საკონსულტაციო-ფსიქოლოგიური და მედიკამენტოზური მომსახურების გაწევა. გათვალისწინებულია ამბულატორიაში აღრიცხვაზე მყოფი 600 პაციენტის მომაცემების შესწავლა- მონიტორინგი და შესაბამისი დახმარების გაწევა. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) საზოგადოების ყველა წევრს არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზების გამო უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომისუუნარო მოსახლეობაზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. განსაკუთრებით მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ ინვალიდები და ომის ვეტერნები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები, ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული სოციალურად შეჭირვებული ოჯახები. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია ერთი სასადილო დაბა ხულოში, რომელიც ემსახურება 43 ბენეფიციარს ყოველდღე უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. 5.2.2 ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნების, მათთან გათანაბრებული პირების ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, კერძოდ, ომის მონაწილე ვეტერანების და მარჩენალ დაკარგულთა სარიტუალო მომსახურების, მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სადღესასწაულო დღეების დროს გათვალისწინებულია 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე (სულ 2 ოჯახი) დახმარება 500 ლარის ოდენობით, ასევე გათვალისწინებულია 250 ვეტერანის თხევადი აირით უზრუნველყოფა ერთჯერადად. გათვალიწინებულია ა(ა)იპ – აჭარის არ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება „ომგადახდილის “ ხულოს რაიონული ფილიალის დაფინანსება 3000 ლარის ოდენობით წლის განმავლობაში. 5.2.3 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (70000 ქულაზე ნაკლები) ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას, საშუალოდ 76 ოჯახზე 300 ლარის ოდენობით. 5.2.4 ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური სტიმულირების მიზნით მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ფინანსურ დახმარებას, კერძოდ, ყოველ მე-3 შვილზე 500 ლარი, მე-4 შვილზე 700 ლარი, მეხუთე და შემდგომზე 900 ლარი. პროგრამა გათვლილია წლის განმავლობაში საშუალოდ 86 ბენეფიცარზე. 5.2.5 5 და 5-ზე მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლით, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, პროგრამა გათვლილია საშუალოდ 60 ოჯახზე. 5.2.6 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა სატრანსპორტო ხარჯებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09)ა ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯებს. პროგრამა გათვლილია 20 ბენეფიციარზე და 17 თანხლებ პირზე. 5.2.7 ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ დაავადებულთა და მძიმე ტრამვული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაწევას არაუმეტეს 200 ლარისა. ქვეპროგრამა გათვლილია 200 ოჯახზე. 5.2.8 ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხარჯების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ტრანსპორტირებას ქ. ბათუმის კლინიკებში. პროგრამა გათვლილია 44 ბავშვზე და 44 თანხლებ პირზე. 5.2.9 საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სტიქიის შედეგად დაზარალებულ იმ ოჯახებზე ბინის ქირით ფინანსურ უზრუნველყოფას, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი სახლი.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 9 877 219 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში განსახორციელებელი ანგარიშსწორებები
|
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების (ასევე სხვა შესყიდვების), ასევე სხვადასხვა სახის გადასახდელების ანგარიშსწორება განხორციელდეს საქონლის/მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურა/ინვოისი) საფუძველზე. |
მუხლი 18.
დანამატები და ჯილდო
|
2018 წლის განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე დანამატების და ჯილდოს გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 19.
ასიგნებების
დაფინანსება
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. |
დოკუმენტის კომენტარები