დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.140.016325 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017 წ., 010260000.35.140.016284) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საახელმწიფო შესყიდვების სამსახური
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას, გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებების მომზადება-გამოქვეყნებას და სათანადო დოკუმენტაციის წარმოებას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანების „გამარტივებული შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის, და ელექტრონული შესყიდვის ჩატარების წესის შესახებ“, წინამდებარე დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და ,,დ.ე.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია – დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად, ასეთია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი); ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის გამარტივებული შესყიდვების განყოფილების უფროსი II რანგი (შემდგომში – განყოფილების უფროსი); გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის გამარტივებული ელექტრონული ტენდერების და ელექტრონული ტენდერების განყოფილების უფროსი II რანგი (შემდგომში – განყოფილების უფროსი); დ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერების და ელექტრონული ტენდერების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში.III რანგი (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი). ე) გამარტივებული შესყიდვების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში. III რანგი (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი). 2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელია პროფესიული საჯარო მოხელე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, მერიის დებულებითა და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. 3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან საჯარო მოსამსახურე. 5. საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განისაზღვრება მერიის დებულების და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ფუნქციები შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით (თანამდებობრივი ინსტრუქციებით). 6. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საახელმწიფო შესყიდვების სამსახურის-პირველადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებია: ა) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებისათვის კონსულტაციის გაწევა; ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება; გ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; დ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადება; ე) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენა, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, დამტკიცების უზრუნველყოფა და კორექტირება; ვ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა; ზ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: შესყიდვების საშუალების შერჩევა და შერჩეული საშუალების შესაბამისი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად), გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და სატენდერო კომისიისთვის წარდგენა; თ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება; ი) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად პროექტის მოზადება; კ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა და არქივის წარმოება; ლ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევა; მ) მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4. სამსახურის უფლება-მოვალეობები: 1. სამსახურის უფლებები: ა) სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებისაგან, შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან; ბ) მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები. 2. სამსახურის მოვალეობები: ა) გაწეულ საქმიანობასა და დარგში არსებულ მდგომარეობაზე დადგენილი წესით წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები მუნიციპალიტეტის მერს; ბ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ვალდებულებანი. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი 5. სამსახურის განყოფილების ფუნქციები: 1. გამარტივებული შესყიდვების განყოფილება თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და ამ დებულების შესაბამისად. ა) გამარტივებული შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა.ა) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებას; ა.ბ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგების მომზადებას; ა.გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას; ა.დ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას და არქივის წარმოებას; ა.ე) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას. ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილება უზრუნველყოფს: ბ.ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; ბ.ბ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას; ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას – წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენას, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, დამტკიცებას და კორექტირებას; ბ.დ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: შესყიდვების საშუალებების შერჩევას და შერჩეული საშუალებების შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და სატენდერო კომისიისათვის წარდგენას; ბ.ე) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადებას; ბ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, პროექტის მომზადებას. 2. განყოფილებას – მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები