„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016324
17
18/01/2018
ვებგვერდი, 29/01/2018
010260000.35.140.016324
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2018 წლის 18 იანვარი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერი №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11 /12/2017., 010260000.35.140.016283) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

მუხლი 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – „სამსახური”) არის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფსასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას, საფინანსო-საბიუჯეტო დაგეგმვას, ბუღალტრულ აღრიცხვას, ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენების კონტროლსა და ზედამხედველობას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, სათანადო დოკუმენტაციის წარმოებას და სხვა საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით,“საჯარო სამსახურის  შესახებ“ საქართელოს კანონით,მერიის დებულებით,ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და ,,დ.ე.“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო,  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ამტკიცებს   მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის  შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია – დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. № 3.

 

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო   სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის  შესაბამისად ასეთია:

ა)  პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი – I რანგი;

ბ) მეორადი სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საფინანსო-საბიუჯეტო   სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და  ანალიზის განყოფილების უფროსი (შემდგომში განყოფილების უფროსი) – II რანგი;

გ) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის საკითხებში – III რანგი;

დ)  მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი-საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი (შემდგომში განყოფილების უფროსი) – II რანგი;

ე) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში – III რანგი;

ვ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში – III რანგი.

2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელია პროფესიული საჯარო მოხელე– სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის  სამუშაოთა  აღწერილობით (თანამდებობრივი ინსტრუქციით).

3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მერის ბრძანებით,  ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სხვა საჯარო მოსამსახურე.

5. საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ფუნქციები  შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით.

6. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის-პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ფუნქციებია:

ა) საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის უზრუნველყოფა, კერძოდ:

ა.ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია, ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების, მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;

ა.ბ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ა.გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირება, საჭირო ინფორმაციის შეკრება და დამუშავება;

ა.დ) წინადადებების მომზადება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის და ხარჯვის თაობაზე;

ა.ე) მუნიციპალური პროგრამების,  პროექტების საფინანსო გაანგარიშება და დასაბუთება;

ა.ვ) სხვა აუცილებელი საკითხები საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის ეფექტურად წარმართვისათვის.

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფისათვის:

ბ.ა) მუნიციპალური სამსახურების, მერის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ბ.ბ) საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წინადადებების მომზადება ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ბ.გ) მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო ბუღალტრული აღრიცხვა; ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევა;

ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია;

ბ.ე) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემა;

ბ.ვ) სხვა მიმდინარე საკითხების ორგანიზება, რაც აუცილებელია სწორი ბუღალტრული აღრიცხვისათვის.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს,  ხოლო  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმომადგენლობით ორგანოს.

 

მუხლი 4. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები

1. სამსახურის განყოფილებებს-მეორად სტრუქტურულ ერთეულებს უძღვება განყოფილების უფროსი.

ა) საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა.ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ, წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ა.ბ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ა.გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;

ა.დ) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;

ა.ე) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ა.ვ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ.ა) მერიის სამსახურების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

ბ.ბ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ბ.გ) მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო ბუღალტრულ აღრიცხვას; ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას;

ბ.დ) საფინანსო ოპერაციების წარმოებას, საბანკო ანგარიშების მართვას, აღებული და გაცემული თანხების მართვას;

ბ.ე)მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ბ.ვ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;

ბ.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;

ბ.თ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშების და კვარტალური ბალანსების მიღებას, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას;

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.