დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016323 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12 /12/2017წ., 010260020.35.140.016282) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური არის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის“ საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და ,,დ.ე.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ასპინძა, მეფე ერეკლე II-ის ქ. №4. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი. I რანგი; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსი (შემდგომში განყოფილების უფროსი). II რანგი; გ) რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში. III რანგი; დ) რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში. III რანგი. 2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელია, პროფესიული საჯარო მოხელე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით,ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობებით (თანამდებობრივი ინსტრუქციით). 3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სხვა საჯარო მოსამსახურე. 3. სამსახურს ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით იყოფა განყოფილებებად- მეორადი სტრუქტურული ერთეულად,რომელსაც ხელმძღვანელობს უფროსი 4. საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საფუძველზე განისაზღვრება მერიის დებულებითა და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ხოლო ფუნქციები შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 5. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები და სხვა საკითხები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და უფლებები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა გაწვევას, რეზერვისტთა აღრიცხვასა და მობილიზაციას, მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას. ა) სამსახური წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში უზრუნველყოფს: ა.ა) წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, ახალგაზრდობასთან სამხედრო პატრიოტულ-აღმზრდელობით საქმიანობას; ა.ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევების თითოეულ ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეაგირებას; ა.გ) სამხედრო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად შესრულებას. ბ) რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში უზრუნველყოფს: ბ.ა) რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხების მომზადებას; ბ.ბ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას; ბ.გ) აქტიური, ინდივიდუალური და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მომზადებას და შიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას. რეზერვისტთა სპეციალურ აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; ბ.დ)წყვეტს სხვა მიმდინარე საკითხებს. 2. სტრუქტურული ერთეული ასევე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა შესასრულებალად, რომელიც ეხება სამსახურის ფუნქციებს; ასევე უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. მუხლი 4. სამსახურის განყოფილების ფუნქციები 1. რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხის მომზადებას; ბ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას; გ) აქტიური, ინდივიდუალური და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას, რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვასა და მუშაობის ორგანიზებას; ე) ახდენს გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას, წვევამდელთა შემკრებ-განმანაწილებელ პუნქტში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფას; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; 2. მეორადი სტრუქტურული ერათეულის ხელმძღვანელი მერს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ან/და სამუშაო გეგმების შესაბამისად, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ პუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი 5. ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი. მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები