„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016320
13
18/01/2018
ვებგვერდი, 29/01/2018
010260000.35.140.016320
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2018 წლის 18 იანვარი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2017წ., 010260000.35.140.016279)  და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი
ასპინძის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურის და მშენებლობის  ზედამხედველობის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური

1.ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცით მოწყობის არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველიობის სამსახური (შემდგომშისამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება -განხორციელებას , სივრცითი მოწყობას და ურბანულ დაგეგმარებას , უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული პროცესების მართვას .

2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, ,,საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის , ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. სამსახურის იურიდიული მისამართიადაბა ასპინძა , მეფე თამარის . №3.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულიინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა , პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების , საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია :

) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელიინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი – I რანგი .

) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი -ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი – II რანგი .

) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი - ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – II რანგი .

) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის საკითხებში - III რანგი .

) არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში - III რანგი .

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ,პროფესიული საჯარო მოხელესამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებსმერი . მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონითადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით , მერიის დებულებით , ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით (თანამდებობრივი ინსტრუქციით ). სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება -მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი ან საჯარო მოსამსახურე .

3. საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისაფუძველზე მერიის დებულებით და საქართველოს კანონისსაჯარო სამსახურის შესახებშესაბამისად , ხოლო ფუნქციები შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით (თანამდებობრივი ინსტრუქციებით ).

4. საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 24- მუხლის პირველი პუნქტის .და ,, . .“ ქვეპუნქტების შესაბამისად , მუნიციპალიტეტის საკრებულო , მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა , თანამდებობების რანგირებას ,საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებსსაჯარო სამსახურის შესახებდასაჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებსაქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში .

5. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლების , შეფასების , სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით დასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად .

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური არქიტექტურულ სამშენებლო და სივრცით მოწყობას დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება -განხორციელებას , სივრცით მოწყობასა და ურბანული დაგეგმარებას , ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვას და მოსახლეობის წყალმომარაგებას ;

) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის , ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განხორციელების კოორდინაციას ;

) საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება -განხილვასა და შეთანხმებას , მშენებლობადამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიღებას ;

) არასატენდერო მოცულობის მქონე ხარჯთაღრიცხვების მომზადებასა და შედგენას ;

) საგზაო ნიშნების , გზაჯვარედინების , მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე რეაგირებას ;

) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებას , წარმოებას , მკაცრი აღრიცხვის ფორმების მომარაგების , გადაცემისა და დაცვის წესების მკაცრად დაცვას ;

) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებებისა და შუამდგომლობების განხილვას , მოქალაქეთა პირად მიღებას მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ;

) გარემოზე ზემოქმედების მქონე ობიექტების განლაგების , სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტების შეთანხმებას ;

) სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვასსაქმიანობას , რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების , კეთილმოწყობის , გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის , რეკრეაციის სივრცით -ტერიტორიული პირობების , სატრანსპორტო , საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ;

) სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით ჩასატარებელი სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე ზედამხედველობას ;

) მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების მოწვევის ორგანიზებისათვის :

. ) არეგისტრირებს საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას ;

. ) გასცემს საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას ;

. ) იღებს ცნობად საერთო კრების რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციატივას ;

. ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს ;

. ) უზრუნველყოფს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას .

2. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამარალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად , თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტებზე , შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და განახორციელოს კანონის შესაბამისი რეაგირება .

3. ახდენს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშსს მუნიციპალიტეტის მერს , ხოლოადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისაქართველოს ორგანული კანონის 24- მუხლის პირველი პუნქტის .ქვეპუნქტის და 27- მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე , წარმომადგენლობით ორგანოს .

მუხლი 4. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები

1 სამსახურის განყოფილებებს უძღვება განყოფილების - მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი .

2. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს :

) მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტებზე ზედამხედველობის განახორციელებას ;

)დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებას ;

) დასახლებებში წყალმომარაგების , კანალიზაციის , სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების ხელშეწყობას ;

3. არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს :

) დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებას ;

) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული პროცესების მართვას ;

) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებას ;

) საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება -განხილვასა და შეთანხმებას , მშენებლობადამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიღებას .

4. პირველადი სტრუქტურული ერთეული და განყოფილებები უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა

 სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით , ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ .