დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.147.016176 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 28/12/2017; 010250020.35.147.016171) დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს 91 მუხლი:
„მუხლი 91. ქ. გორის ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების სამშენებლო მასალებით დახმარება 1. ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ 101 (ას ერთი) ოჯახს გაეწიოს სამშენებლო მასალებით დახმარება, მათ შორის, ორსაცხოვრებლიან 17 კოტეჯში მცხოვრებ 34 ოჯახს და ერთსაცხოვრებლიან 67 კოტეჯში მცხოვრებ 67 ოჯახს. 2. სამშენებლო მასალები დახმარების მიმღებს გადაეცემა საცხოვრებელი კოტეჯების სახურავების შესაცვლელად. ა) ორსაცხოვრებლიან კოტეჯებში მცხოვრები თითო ოჯახისათვის გადასაცემი მასალების რაოდენობა:
ბ) ერთსაცხოვრებლიან კოტეჯებში მცხოვრები თითო ოჯახისათვის გადასაცემი მასალების რაოდენობა:
“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები