„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016318
11
18/01/2018
ვებგვერდი, 29/01/2018
010260000.35.140.016318
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2018 წლის 18 იანვარი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017წ., 010260000.35.140.016277) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახური

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების, სხვა საბიუჯეტო და მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.

2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

4. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმებით და საქართველოს მთავრობასთან შექმნილ ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. საქმიანობაში იყენებს ამ უკანასკნელის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიური დოკუმენტებს, მეთოდურ მითითებებს, სტანდარტებს და სხვა სამართლებრივ აქტებს.

5. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

6 . სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქუჩა №3.

7. სამსახურს აქვს ტიტულიანი ფურცელი და მრგვალი ბეჭედი.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:

ა) კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი – I რანგი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილების უფროსი – II რანგი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი);

გ) კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შიდა აუდიტისა და საბუღალტრო აღრიცხვის საკითხებში – III რანგი (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი).

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია-პროფესიული საჯარო მოხელე-სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და ,,დ.ე.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას,საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულების და თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად.

5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი.

6. საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სხვა საკითხები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, განისაზღვრება მერიის დებულებით და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“.

მუხლი 3. სამსახურის უფლებები

 სამსახური საქმიანობის ეფექტური წარმართვისათვის უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული რისკების დადგენას და შეფასებას;

ბ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას და საანგარიშო წლის დაწყებამდე მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში.

მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები

 1. სამსახური პერმანენტულად ახორციელებს:

ა) შიდა აუდიტორული შემოწმებების ჩატარებას ;

ბ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგს და კონტროლს;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

დ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგს, შეფასებას, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრას;

ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმებას, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენას;

ვ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;

ზ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგს; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზს და მათ პრევენციას; მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;

თ) მერიის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლს, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას;

ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.

მუხლი 5. სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილება

 სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილება ახორციელებს:

ა) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობის განხორციელებას;

ბ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, წარუდგენს მერს მასალების შესაბამისი რეაგირებისათვის;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობას;

ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.