„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 18/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016695
3
18/01/2018
ვებგვერდი, 18/01/2018
040030000.22.034.016695
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №3

2018 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.034.016238) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.   მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ადმინისტრაცია, სამინისტროს არქივი, ფსიქოლოგთა განყოფილება, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება, ენის ცენტრი და ბიბლიოთეკა.“.

2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს წევრები არიან: პრორექტორები, ადმინისტრაციის უფროსი, სამართლის სკოლის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, სამინისტროს არქივის დირექტორი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და ბიბლიოთეკის უფროსი.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიას ჰყავს არაუმეტეს სამი პრორექტორი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიმუშავებს სწავლების პროგრამებს/კურსებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორს;

1) შეიმუშავებს საპილოტე სწავლების პროგრამებს/კურსებს მათი შემდგომი შემოღების საჭიროების დადგენის, ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორს;“.

5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:

ა) აკადემიის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვას, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებასა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;

ბ) აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აკადემიის ტერიტორიაზე პირთა გადაადგილების (შემოსვლა-გასვლის) კონტროლს და ქონების დაცვას;

გ) აკადემიის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას;

დ) აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების მოძიებას, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ე) აკადემიის სისტემურ, ქსელურ, პროგრამულ და ტექნიკურ მხარდაჭერას;

ვ) აკადემიის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს.

2. სამინისტროს არქივი ახორციელებს საარქივო მასალის შენახვას, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებასა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვით გაცემას, აგრეთვე სხვადასხვა სახის შემოქმედებით, სამეცნიერო-კვლევით (საგამომცემლო, საექსპოზიციო და ა.შ.), საკონსერვაციო (რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, რეზერვაცია) საქმიანობასა და საერთაშორისო მემორანდუმებით ან პროექტებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

3. ფსიქოლოგთა განყოფილება უზრუნველყოფს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესში ჩართულობას, სასწავლო მეთოდოლოგიის შემუშავებასთან, პილოტირებასთან და დანერგვასთან დაკავშირებით სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას და აკადემიის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას.

4. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებას, განვითარებასა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის კოორდინაციას; სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოსთან საქართველოს ეროვნული კოორდინატორის ფუნქციის შესრულებას; აკადემიის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას; პროექტების ინიციირებას, დაგეგმვას, კოორდინაციას, განხორციელებას, შეფასებასა და ანგარიშგებას; საერთაშორისო სწავლებების, კონფერენციების და სემინარების ჩატარებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას, კოორდინირებას და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფას; აკადემიის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშის მომზადების კოორდინირებას.

5. ენის ცენტრი ახორციელებს აკადემიის სტუდენტების/მსმენელების, სამინისტროს მოსამსახურეების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა უწყების თანამშრომელთათვის შესაბამის ენაში ტესტირებას, ენის სწავლებას და სწავლების ორგანიზებას. ასევე, აკადემიის საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი უცხოური კორესპონდენციის თარგმნას და სათარჯიმნო მომსახურებას.

6. ბიბლიოთეკა ახორციელებს საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, დაცვასა და აღრიცხვას, საგამომცემლო საქმიანობას და აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და სხვა დამხმარე მასალით უზრუნველყოფას, ასევე საბიბლიოთეკო ფონდის მკითხველისათვის ხელმისაწვდომობას.“.

6. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, ადმინისტრაციის უფროსი, სამართლის სკოლის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, სამინისტროს არქივის დირექტორი და მისი მოადგილე, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს (მასთან გათანაბრებული სტრუქტურული ქვედანაყოფი) უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების უფროსი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 18 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია