„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 07/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016332
10
18/01/2018
ვებგვერდი, 23/01/2018
010250020.35.152.016332
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2018 წლის 18 იანვარი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი-მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/11/2017, ს/კ 010250040.35.152.016309), კერძოდ:

1.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის  მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება;“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 38-ე  მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია,  ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“

მუხლი 2
დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი