„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016331
9
18/01/2018
ვებგვერდი, 22/01/2018
010260020.35.152.016331
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2018 წლის 18 იანვარი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის  №35 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/11/2017,  010260020.35.152.016315)  შეტანილ იქნეს  ცვლილება. კერძოდ, დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“: 

1.  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე სამსახურის უფროსი;“.

2. მე-9 მუხლის მესამე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ვ)  არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს. ამტკიცებს შესყიდვების გეგმას.  ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“

3.   მე-9 მუხლის მე-5 პუნქტს  დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი:

,,ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“.

4.   მე-9 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი:

,,8. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“.

5. მე-9 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი:

,,9. შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მერის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − მერის მოადგილე.“.

6. მე-14 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მერიის სამსახურის უფროსი არის პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

7. მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

8. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) ახორციელებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრულ  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის  უფლებამოსილებებს;“.

9. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ2“ ქვეპუნქტი:

„რ2) მონაწილეობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შეისწავლის და უფლებამოსილ პირს წარუდგენს ინფორმაციას პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრების შესახებ, ახორციელებს მონიტორინგს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“ .

10.  მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.“.

11.  მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

12.  მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების საკითხი  წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

13. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  საჯარო მოხელეთა და  პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების  ოდენობებს,  მერიის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირების სისტემის გათვალისწინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“ .

14.  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება  საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“  შესაბამისად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით.  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან ხელშეკრულებას  აფორმებს  მუნიციპალიტეტის მერი.“.

15.  26-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. “

16.  28-ე მუხლი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი