„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.140.016309
2
18/01/2018
ვებგვერდი, 25/01/2018
010250040.35.140.016309
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2018 წლის 18 იანვარი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,17/07/2014; ს/კოდი: 010250040.35.140.016095) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
1. ე-3 მუხლის მე-8 პუნქტს  „მ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ,,მუნიციპალიტეტის გენდერულ თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.“.

2. 35-ე მუხლს დაემატოს 121 მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,121 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე