ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.140.016308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
18/01/2018
ვებგვერდი, 25/01/2018
200140030.35.140.016308
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/01/2018 - 25/01/2019)

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2018 წლის 18 იანვარი

დაბა ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 მარტის №3 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 14/03/2017წ., ს/კოდი: 200140030.35.140.016248).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   სახელმწიფო და ასპინძის  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება  შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K

ა)  CN  არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27;

გ) ITL  – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის  1-ს ;

დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის  100-ს.

2. პირველი პუნქტის  მიხედვით, დაბა ასპინძაში ერთი კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

დაბა

 

IMG

 

ITL

 

C

 

K

CN (ლარი)

      CN = IMG X ITL X C X K

 

 

    ასპინძა

 

0,27

 

1

 

0,24

 

100

 

6,48

 

 

 

 

 

 

 

3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება  დაბა ასპინძისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის  50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს.

4. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,94 ლარს.

5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი  ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი.