დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016329
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
18/01/2018
ვებგვერდი, 22/01/2018
010250020.35.152.016329
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/01/2018 - 09/02/2018)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2018 წლის 18 იანვარი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 28 ივნისის №20 დადგენილება (matsne.gov.ge. 29/06/2017, ს/კ 010250020.35.152.016300).
მუხლი 3
დადგენილება გამოქვეყნდეს დადგენილი წესით და ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი



დანართი 
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი

 სარგო

საშტატო ერთეულის  რაოდენობა

1

პირველი რანგი - საკრებულოს აპარატის უფროსი

1 400

1

 

         საორგანიზაციო განყოფილება

 

 

2

 მე-2 რანგი  - განყოფილების უფროსი

1 100

1

3

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ოპერატორ-საქმისმწარმოებელი

800

1

4

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -  ორგანიზაციულ საკითხებში

800

1

5

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საქმისწარმოების საკითხებში

700

1

6

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საოქმო და სამდივნო მომსახურების საკითხებში

700

 

1

7

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში

700

1

 

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

 

8

მე-2 რანგი  - განყოფილების უფროსი

1 100

 

                         1

9

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- სამართლებრივი ურთიერთობის საკითხებში

800

          

                          1

10

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მედიასთან ურთიერთობის, საგამომცემლო და საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხებში

800

 

 1

11

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში

700

 

 

1

12

 

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხებში

700

 

1

 

სულ

10 300

12