„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.132.016352
4
18/01/2018
ვებგვერდი, 25/01/2018
330090020.35.132.016352
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №4

2018 წლის 18 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის   მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :


მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 14/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

მუხლი 10. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გადაწყვეტილების მიღების წესი

1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.

2. წერილობითი წარდგინება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ნებართვის მაძიებლის თაობაზე, მონაცემებს სამშენებლო ობიექტის მდებარეობისა და ფუნქციური დანიშნულების თაობაზე, ასევე განმარტებას კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიზანშეწონილობის/საჭიროების შესახებ.

3. სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადის არასაკმარისობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება ხდება დადგენილი წესით.

4. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.

5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია არ გაიზიაროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წარდგინება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე