„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016349
1
18/01/2018
ვებგვერდი, 25/01/2018
010250020.35.132.016349
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №1

2018 წლის 18 იანვარი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო  მოძრაობის დაგეგმვი­სა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკ­რე­ბულოს 2012 წლის 3 მაისის №23 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 10/05/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგ­ზაო მოძრაობის დაგეგმვისა და საგზაო მოძრაობის რეგულირების წესი.“;

ბ) დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე საკრებულოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა პარ­კირების ორგანიზების განმახორ­ციე­ლე­ბელ მუნიციპალიტეტის მიერ და­ფუ­ძ­­­ნე­­ბულ კერძო სამართლის იური­დიულ პირს.

3.საგზაო მოძრაობის რეგულირებას (გარდა საგზაო მოძრაობის დაგეგმვის დოკუ­მენ­ტით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის რეგულირებისა) ახორციელებს პარ­კირების ორგანიზების განმახორ­ციე­ლე­ბელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძ­ნე­ბული კერძო სამარ­თ­ლის იური­დიული პირი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შე­­თან­ხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე