„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016343
39
18/01/2018
ვებგვერდი, 24/01/2018
010250050.35.119.016343
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №39

2018 წლის 18 იანვარი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომისიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის  №28 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01/12/2017. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016332)  დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით :

„3 კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე