დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 42 |
დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016346 |
|
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
წარმოდგენილი, 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი, ცვლილებების მიხედვით ხორციელდება 2017 წლის გარდამავალი ნაშთის 378,2 ათასი ლარის განაწილება.
შესაბამისად იზრდება გადასახდელები 378,2 ათასი ლარით: „ხონის მუნიციპალიტეტის მერია“ (ორგანიზაციული კოდი 01 02) 15,0 ათასი ლარი, „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური“ (ორგანიზაციული კოდი 02 02) 0,9 ათასი ლარი, „გზებისა და ტროტუარების, გაზონების მშენებლობის ხარჯები და პროექტების სამუშაოები“ (ორგანიზაციული კოდი 03 01 01) 46,1 ათასი ლარი, „სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (ორგანიზაციული კოდი 03 02 01) 91,0 ათასი ლარი, „შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ხარჯები“ (ორგანიზაციული კოდი 03 02 03) 101,5 ათასი ლარი, „სკვერის მოწყობა” (ორგანიზაციული კოდი 03 03 01) 32,0 ათასი ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები“ (ორგანიზაციული კოდი 03 04) 9,8 ათასი ლარი, „ა(ა)იპ – ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი“ (ორგანიზაციული კოდი 04 02) 3,0 ათასი ლარი, „ა(ა)იპ – ხონის ინფორმატიკის სასწავლო ცენტრი“ (ორგანიზაციული კოდი 04 03) 1,8 ათასი ლარი, ა(ა)იპ – ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი“ (ორგანიზაციული კოდი 04 04) 3,9 ათასი ლარი, „ა(ა)იპ – ხონის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 02) 26,7 ათასი ლარი, „სამუსიკო სახლის რებილიტაცია“ (ორგანიზაციული კოდი 05 02 02) 2,5 ათასი ლარი, „ა(ა)იპ – ხონის კულტურის ცენტრი“ (ორგანიზაციული კოდი 05 02 05) 10,0 ათასი ლარი, „ეპარქია, სახალხო დღესასწაულების და ღონისძიებების დაფინანსება“ (ორგანიზაციული კოდი 05 05) 22,8 ათასი ლარი, „ა(ა)იპ – ხონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამსახური“ (ორგანიზაციული კოდი 06 01) 1,0 ათასი ლარი, „უფასო სასადილოთ მომსახურება სათნოების სახლში“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 03) 10,0 ათასი ლარი. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის, „დ“ პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016337) შეტანილ იქნას ცვლილებები დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 7396,9 ათასი ლარით.
|
მუხლი 4.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახადები 510,0 ათასი ლარით:
|
მუხლი 5.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გრანტები 6080.1 ათასი ლარით
|
მუხლი 6.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 746.8 ათასი ლარით:
|
მუხლი 7.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 7295.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 9.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
|
მუხლი 10.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო
|
მუხლი 11.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ლარი |
მუხლი 12.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 160,0 ათ. ლარი მიმართულ იქნეს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 86.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 69.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 5.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პრიოროტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი ძირითადი პროგრამები: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. 2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო-საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული რეზერვისტების ტრანსპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 3. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და წარმოადგენს ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 4. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. 5. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა. 6. დასუფთავების ღონისძიებები ააიპ – კომუნალური სერვისცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისაგან დაცვა და მათი იზოლირება. 7. შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის, მიმდინარე რემონტის, რეაბილიტაციისა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა (რომლთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 60 000 ნაკლები სარეიტინგო ქულა) საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის სამშენებლო მასალების გადაცემა (აზბესტობეტონის ტალღოვანი ფურცელი (შიფერი) ან ლითონის მოთუთიავებული ფურცელი, ხის მასალა). 8. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, ქუჩებზე არსებული ქსელის მოვლა შენახვა და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობა . 9. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მწვანე ნარგავების მოვლა. სადღესასწაულო დღეებში ქალაქის ტერიტორიის გაფორმება და სხვა ღონისძიებები. 10. ააიპ – სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 03 03 02) აღნიშნული ქვეპროგრამით ფინანსდება ააიპ – სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობას. 11. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. 12. საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 05) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აღნიშნული ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 13. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 14. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ – ცენტრალური საბავშვო ბაღი. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა არის 850 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთ ბავშვზე საშუალო თვიური გადასახადი შეადგენს 0 ლარს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ კვების ხარჯს, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 15. ააიპ – ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი, სადაც მუშაობს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, აქ მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის დაწყებით განათლებას ტექნიკურ მოდელირებაში. 16. ა(ა)იპ – ინფორმატიკის სასწავლო ცენტრი (პროგრამული კოდი 04 03) ააიპ ინფორმატიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება როგორც მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის, ასევე პირობითი მსჯავრის მქონე პირებისათვის კომპიუტერული პროგრამების სწავლება. 17. ა(ა)იპ – ვეტა ჩხენკელის სახ. ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი (პროგრამული კოდი 04 04) ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ფუნქციონირებს სასწავლო და შემოქმედებითი წრეები, კლუბები, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები და სახელოვნებო სტუდიები. 18. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს ახალგაზრდული ორგანიზაციების და პროექტების, კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 19. ააიპ – კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსებას. სადაც ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭიდაობის, მძლეოსნობის, ჭადრაკის სექციები და უზრუნველყოფს სხვადასხვა ტურნირებში მათი მივლინებასა და კვების ხარჯების დაფინანსებას, საწვრთნელი პირობების შექმნას. ხელს უწყობს ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდას, წარმოჩინებას და ფართო ასპარეზზე გაყვანას. სხვადასხვა სპორტული წრეებში დაკავებულია 170 აღსაზრდელი. 20. ააიპ – მთავარი ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ – „ხონის მთავარი ბიბლიოთეკა“, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს, სადაც ხდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. 21. ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – ხონის სამუსიკო სკოლა. სკოლაში სწავლობს 240-მდე მოსწავლე, ფუნქციონირებს ფორტეპინოს და თეორიული განყოფილება, სოლფეჯიოს, მუსიკის ლიტერატურის და რითმიკის ჯგუფი. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შიდა ღონისძიები, ღია და დახურული კონცერტები, ღია გაკვეთილები, ტექნიკური ჩათვლები. 22. ა(ა)იპ – კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ააიპ კულტურის ცენტრში შექმნილია წრეები, ფუნქციონირებს თეატრალური დასი, სასულე ორკესტრი, ფოლკლორული ანსამბლები, ასევე იდგმება სპექტაკლები, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. 23. ა(ა)იპ – სამხატვრო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 06) ა(ა)იპ სამხატვრო სკოლა ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების სკოლისგარეშე მუშაობაში ჩართვას, ესთეტიკურ აღზრდას და მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებას. 24. ა(ა)იპ – ხონის ისტორიული მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ხონის ისტორიული მუზეუმის“ დაფინანსებას, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ მუზეუმებს. სისტემატიურად მოიძიებს, ისტორიულ წყაროებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ექსპონატებს. მუზეუმი აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პატრიოტული სულისკვეთებით. 25. ტელერადიო და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბუკლეტებისა და გაზეთის გამოცემის, საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ხარჯები. ასევე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების გაშუქება. 26. ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, ახალგაზრდული ორგანიზაციების და პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. 27. ეპარქია და სახალხო დღესასწაულები (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ტრადიციული სახალხო დღესასწაულებისა და ღონისძიებების დაფინანსება. 28. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 29. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ა) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: ეპიდზედამხედველობის განხორციელება და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები; ბ) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდენციებისა და დინამიკის,ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების გავრცელების ხასიათისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის ყოველკვარტალურად შესწავლა; გ) ინფექციურ დაავადებათა შემთხვევების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა რეალიზება; დ) არაინფექციურ დაავადებათა გავრცელების მეთვალყურეობა სამოქმედო ტერიტორიაზე, ავადობის დინამიკაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება, სათანადო ინფორმაციის შეკრება, მოძიება, რეგისტრაცია, დამუშავება-ანალიზი და ანგარიშგება, მოსახლეობაში პროფილაქტიკურ-საგანმათლებლო სამუშაოების წარმოება; ე) მოსახლეობაში გრიპით ავადობის მონიტორინგი. მისი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება; ვ) პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესის დაგეგმავა, განხორციელების ორგანიზაცია, სამიზნე კონტიგენტების იმუნიზაციის მოცვის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება. მოსახლეობაში პროფილაქტიკურ–საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება; ზ) ჰელმინთოზების მიზანმიმართული სკრინინგული კვლევების საფუძველზე, პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება-გატარება და რეკომენდაციების მომზადება; თ) ცოფის გავრცელების სიტუაციური მართვის პროცესებზე სისტემატური მონიტორინგის წარმოება და სათანადო სამსახურების დროული ინფორმირება, ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირების ხელშეწყობა, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქტაჟი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების და სასწრაფო შეტყობინების არსებული წესების დაცვის შესახებ; ი) ანაფელოგენური წყალსატევების აღრიცხვა-პასპორტიზაცია და დაგამბუზირებული წყალსატევების გამოკვლევა და გადამტანის წყლის ფაზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება; კ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებები; ლ) შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდა. 30. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებას. სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 31. ა(ა)იპ – მადლიერების სახლი (პროგრამული კოდი 06 02 02) ეს პროგრამა გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი 120 ბენეფიციარისათვის, რომელთაც ყოველდღიურად შეუძლიათ ისადილონ და მიიღონ საჭირო ყოფითი და სამედიცინო მომსახურეობა. 32. უფასო სასადილოს მომსახურება სათნოების სახლში (პროგრამული კოდი 06 02 03) ამ პროგრამით განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი 130 ბენეფიციარისათვის ყოველდღიური სადილი და საჭირო ყოფითი და სამედიცინო მომსახურეობა. 33. ერთჯერადი და ყოველთვიური სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ერთჯერადი დახმარება ეძლევა მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, ერთჯერადად ფულადი დახმარების სახით: 1. განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება მოიცავს ერთ ოჯახზე 100 ლარს. 2. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება განსაზღვრულია ერთ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით. 3. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 და მეტი წლის ასაკს მიღწეული მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. 4. ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის ) პირთა დახმარება – 100 ლარი. 5. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ოთხი და მეტ შვილზე. 18 წლამდე თითო ბავშვზე – 50 ლარი. 6. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება 1000 ლარამდე. 7. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება თვეში – 100,00 ლარი. 8. ლეიკემიით დაავადებულ პირთა ყოველთვიური დახმარება – 100,00 ლარი 9. ონკო დაავადებულ პირთა ყოველთვიური დახმარება – 100,00 ლარი 10. დედ-მამით ობოლი, 18 წლამდე ასაკის ბვშვთა დახმარება – 300 ლარი. 11. დედ-მამით ობოლი სტუდენტების დახმარება – 1000 ლარი 12. მარტოხელა მშობელთა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე ერთ ბავშვზე – 200 ლარი. 13. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ ვეტერანთა (რომლებიც მიჯაჭვული არიან სამედიცინო ეტლს) ერთჯერადი ფულადი დახმარება – 700 ლარი. 14. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება – 100 ლარის ოდენობით. 15. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებულ პირთა დახმარება – 150,00 ლარი. 16. ჩერნობილის ატომური ელექტროსადურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება – 100,00 ლარის ოდენობით. 17. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უნგრეთის და ავღანეთის ომის ვეტერანზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს – 100 (ასი) ლარის ოდენობით. 18. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პირის ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 34. ტელეფონისა და წყლის შეღავათები (პროგრამული კოდი 06 02 06) ამ პროგრამით ხორციელდება ვეტერანთა და მასთან გათანაბრებულ პირთა სატელეფონო, საკანალიზაციო და წყალმომარაგების მომსახურების ხარჯების გადახდა. ასევე პროგრამა ემსახურება დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასა და სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 57 ათასს. 35. დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 07 ) ამ პროგრამით ხორციელდება მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (დევნილთა, ომის ვეტერანთა და მარტოხელა მიცვალებულთა) – 250.0 ლარი. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები