„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010205050.35.146.016155
5
17/01/2018
ვებგვერდი, 18/01/2018
010205050.35.146.016155
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2018 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/01/2018, 010250050.35.146.016152) დამტკიცებული წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. დევნილთა ოჯახების დახმარება

1. დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი 50 კგ ტომარა ფქვილი, 10 კგ შაქარი და 10 ლიტრი ზეთი) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.

2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს – ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი