საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრს შორის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრს შორის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 2016-09-14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016516
2016-09-14
14/09/2016
ვებგვერდი, 22/01/2018
480610000.03.030.016516
საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრს შორის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეთანხმება
საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრს შორის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ

შესაბამისად ვალდებულებებისა, რომლებიც გამომდინარეობენ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ შეთანხმებიდან, რომელიც ხელმოწერილი იქნა 2015 წლის 9 დეკემბერს ქ. ასტანაში (შეთანხმება სსტც-ს გაგრძელების შესახებ), საქართველო და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (შემდგომში მხარეებად წოდებულნი), საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (შემდგომში წოდებული „სსტც-დ“) საქმიანობის ჩარჩოებში პროექტების მომზადებასა და შესრულებაში ჩართვის გაფართოების მიზნით შეთანხმდნენ საქართველოში სსტც-ს საქართველოს რეგიონული განყოფილების (შემდგომში წოდებული „სსტც-ს სრგ“-დ)  განთავსებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობის შემდეგ პირობებზე.

მუხლი  1

სსტც -სსრგ -ის  სტატუსი  და  ამოცანები

სსტც - სრგ არის სსტც - , როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაციის რეგიონული განყოფილება . სსტც - სრგ მოქმედებს საერთაშორისო სამეცნიერო -ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ შეთანხმების , სსტც - წესდების , აგრეთვე წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად . იმუნიტეტისა და შეღავათების მოცულობით , რომლებიც უნდა მიენიჭოსსსტც - ფუნქციონირების გაგრძელების შესახებშეთანხმების შესაბამისად , სსტც - სრგ - ენიჭება დიპლომატიურ მისიასთან გათანაბრებული იმუნიტეტები და პრივილეგიები . სსტც - სრგ არის იურიდიული პირი , აქვს თავისი ბეჭედი და საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე და სხვა ანგარიშები .

სსტც - სრგ - ძირითადი ამოცანები შემდეგია :

სსტც - დოკუმენტების გავრცელებაში დახმარების უზრუნველყოფა ;

საპროექტო წინადადებების მომზადებისა და განხორციელების თაობაზე კონსულტაციების უზრუნველყოფა ;

ქართველ მეცნიერთა და ინჟინერთა მონაწილეობით წარმოდგენილი და დაფინანსებული პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მხარდაჭერა ;

სასწავლო კურსების , სამეცნიერო და ტექნიკური სემინარების და სსტც - საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება ;

სსტც - მიერ დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად მოწყობილობის შეძენაში და საბაჟო დოკუმენტაციის გაფორმებაში დახმარების აღმოჩენა ;

სსტც - დელეგაციების , მათ შორის პროექტების შესრულების ტექნიკური და აუდიტორული შემოწმებების მიზნით ჩამოსული დელეგაციების დახვედრისა და თანხლების ორგანიზება.

მუხლი  2

სსტც -სსრგ -  ფინანსურიმატერიალური და  ტექნიკური  უზრუნველყოფა

2.1 დაფინანსება

სსტც - სრგ - საქმიანობას უზრუნველყოფს ორივე მხარე .

სსტც - ბიუჯეტმა უნდა დაფაროს სსტც - სრგ - ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის ხარჯების ნაწილი , მათ შორის მივლინებების , საკომუნიკაციო მომსახურების , კომპიუტერული აღჭურვილობის და პროგრამული უზრუნველყოფის , აგრეთვე საოფისე მასალების , მოწყობილობის სარემონტო -ტექნიკური მომსახურების ხარჯები .

2.2 სამუშაო ფართი და მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა

სსტც - სრგ განთავსებული უნდა იყოს საქართველოს მხარის მიერ გამოყოფილ კარგ მდგომარეობაში მყოფ , ავეჯით და ტელეფონით აღჭურვილ სამუშაო ფართში . საქართველოს მხარე აგრეთვე უზრუნველყოფს სსტც - სრგ -ის კომუნალურ მომსახურებას და დაცვას . სსტც - სრგ განთავსებული უნდა იყოს . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფართზე.

სსტც - ხარჯზე შესაძლებელია შესრულდეს აღნიშნული ფართის ინტერიერის ისეთი ცვლილებები , რომლებიც სსტც - მხარის ხელმძღვანელობის აზრით საჭიროა სსტც - სრგ - საქმიანობისათვის (და არ მიაყენებენ ზიანს შენობის კონსტრუქციულ ელემენტებს ).

გამოყოფილი სამუშაო ფართი შეადგენს 55.0 კვადრატულ მეტრს , რომელზედაც განთავსდება არანაკლებ სამი სამუშაო ადგილისა სსტც - სრგ - თანამშრომლებისათვის და უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა მიღებას და გამოთვლითი და გამამრავლებელი ტექნიკის ეფექტიან გამოყენებას .

2.3. სატრანსპორტო მომსახურება

სსტც - სრგ - სატრანსპორტო მომსახურებას უზრუნველყოფს ორივე მხარე .

2.4. ფართის , მოწყობილობის და ავეჯის გამოყენების კონტროლი

სსტც - სრგ - ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი ახორციელებს იმ ფართის , მოწყობილობის და ავეჯის გამოყენების კონტროლს , რომელიც ამ შეთანხმებით გამოეყო სსტც - სრგ - ან შეძენილია მის მიერ სხვა გზით .

2.5. მოწყობილობის ექსპლუატაცია , მომსახურება და რემონტი .

სსტც - სრგ - თანამშრომელთა მიზეზით სრგ - ოთახების დაზიანების შემთხვევაში რემონტი ხორციელდება სსტც - მხარის ხარჯებით .

სსტც - სრგ - თანამშრომელთა მიზეზით სრგ - აღჭურვილობის დაზიანების შემთხვევაში რემონტი ხორციელდება სსტც - მხარის ხარჯებით .

პასუხისმგებლობა მესამე მხარის მიერ სსტც - სრგ - ოთახების , მოწყობილობის და ტრანსპორტის დაზიანების გამო განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით .

2.6. დაზღვევა და ზარალის კომპენსაცია

სსტც - სრგ - მიერ შეძენილი მოწყობილობის დაზღვევა ხორციელდება სსტც - მხარის ხარჯით .

 მუხლი  3

სსტც - სრგ - თანამშრომლები

3.1. თანამშრომელთა ანაზღაურება

სსტც მხარე განსაზღვრავს სსტც - სრგ - თანამშრომელთა ანაზღაურებას და უზრუნველყოფს დროულ დაფინანსებას .

სსტც - სრგ - საქართველოს მოქალაქე თანამშრომელთა ანაზღაურების სხვა პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის , ინსტრუქციებისა და წესების გათვალისწინებით

3.2. თანამშრომლების დანიშვნა

სსტც - მხარის აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია მიავლინოს სსტც - მხარის შტაბ - ბინის ნებისმიერი თანამშრომელი სსტც - სრგ -ში სამუშაოდ .

კანდიდატურები სსტც - სრგ - პერსონალის თანამდებობებზე საქართველოს მოქალაქეთა დასანიშნად , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარედგინება სსტც - მხარის აღმასრულებელ დირექტორს . დანიშვნები ძალაში შედიან სსტც - მხარის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ .

სრგ - ქართველ თანამშრომელთა შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით .

3.3. ზედამხედველობა და საქმიანობების წესები

სსტც - სრგ - თანამშრომლები ემორჩილებიან სსტც - მხარის აღმასრულებელი დირექტორის განკარგულებებსა და მითითებებს , თავის მხრივ იგი გადასცემს საჭირო რწმუნებებს სსტც - სრგ - ხელმძღვანელს .

სსტც - სრგ - პირადი შემადგენლობა იმართება სსტც - მხარის დებულებებისა და წესდების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით .

 მუხლი  4

ინტერპრეტაცია

ამ შეთანხმებასთან კონფლიქტის შემთხვევაში უპირატესი ძალა აქვს შეთანხმებას სსტც - გაგძელების შესახებ და სსტც - წესდებას .

ძალაში შესვლის შემდგომ ეს შეთანხმება ჩაანაცვლებსსაქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრს შორის საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო -ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ “ 2000 წლის 15 ნოემბერს დადებულ შეთანხმებას .

 მუხლი  5

ძალაში შესვლა , ხანგრძლივობა და შესწორებები

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც ქართული მხარე წერილობითი შეტყობინების გზით აცნობებს სსტც-ს მხარეს, ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

ეს შეთანხმება ძალაში რჩება სსტც - ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ შეთანხმების ან ნებისმიერი სხვა უფლებამონაცვლე შეთანხმების მოქმედების სრული ვადის განმავლობაში , ან სსტც - მხარის მმართველთა საბჭოს მიერ სსტც - სრგ - დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე , ან საქართველოს გამოსვლამდე შეთანხმებიდან სსტც - გაგრძელების შესახებ , რომელიც ამათგან უპირველესია .

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. დამატებები წარმოაგდენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

შედგენილია ორ ეგზემპლარად ქართულ და ინგლისურ ენებზე , თითოეული ენის ტექსტი თანაბრად აუთენტურია . ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს .

 

 საქართველოს მხრიდან

მარინე ჩიტაშვილი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი

14.09.2016 თბილისი

 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მხრიდან

დევიდ კლივი

აღმასრულებელი დირექტორი

26.09.2016 ასტანა