დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის განკარგვის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 05/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №63
2010 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის განკარგვის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული „წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან“ თანხის გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ აღნიშნული თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები