„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის №110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.016775
275
16/01/2018
ვებგვერდი, 17/01/2018
010220020.22.027.016775
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის №110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №275

2018 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის №110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის №110 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.22.027.016614) დამტკიცებული წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კომისიის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, კომისიის შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „იუსტიციის სახლი“ უზრუნველყოფს კომისიის სხდომების ჩასატარებლად შესაბამისი ფართის გამოყოფას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე