დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10-1 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.016448 |
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეების და მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 2-ის შესაბამისად; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 3-ის შესაბამისად; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 4-ის შესაბამისად; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 5-ის შესაბამისად; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 6-ის შესაბამისად; ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 7-ის შესაბამისად; თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 8-ის შესაბამისად; ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 9-ის შესაბამისად; კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 10-ის შესაბამისად; ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 11-ის შესაბამისად; მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 12-ის შესაბამისად; ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 13-ის შესაბამისად; ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 14-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და იმოქმედოს 2018 წლის 22 თებერვლამდე. |
|
დოკუმენტის კომენტარები