დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017063 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის: |
1.
79-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო (სიგარეტი, სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 11 ევროს ეკვივალენტი ლარებში; ბ) ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1000 ცალ აქციზურ მარკაზე (მშრალი) – 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში; გ) ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1000 ცალ აქციზურ მარკაზე (თვითწებადი) – 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში ;“. |
2.
112-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შერჩეული პირს არააქციზური საქონლის ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვროს შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებით 1000 ცალ ერთეულზე არაუმეტეს 10 ლარის ოდენობით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები