საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ წერილების გაცვლა

დოკუმენტის ნომერი 204-17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016514
204-17
29/05/2017
ვებგვერდი, 22/01/2018
480610000.03.030.016514
საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ წერილების გაცვლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
[ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის გერბი]

გენერალური მდივნის მოადგილე

როუზ ე. გოტემილერი

DSG(2017)0129

2017 წლის 29 მაისი

პატივცემულო მინისტრო,

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრი სახელმწიფოების მიერ ბუქარესტის, სტრასბურგის/კელის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით  მიღებული გადაწყვეტილებების უფრო ეფექტიანად შესრულების მიზნით;

ნატოსა და საქართველოს  შორის ურთიერთობათა კიდევ უფრო გაძლიერებისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების ხელშეწყობისთვის;

ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში განსაზღვრული  ამბიციური დღის წესრიგისა და ნატო-საქართველოს სხვა საპარტნიორო ინიციატივების ამოქმედებისა და მხარდაჭერის მიზნით, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წვრთნების ჩატარებას, სწავლებას, გაცილებით მჭიდრო კავშირს და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების შესაძლებლობებს;

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას ალიანსის წევრობისთვის მომზადების პროცესში, როგორც ეს დადასტურდა ვარშავის სამიტზე;

„საქართველოში ნატოს/„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მეკავშირე ოფიცრის მოვლინების შესახებ“ 2005 წლის 31 იანვრისა და 2005 წლის 2 თებერვლის წერილების გაცვლისა („მეკავშირე ოფიცრის შესახებ 2005 წლის შეთანხმება“) და „ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) შექმნის შესახებ“ 2010 წლის 23 აგვისტოსა და 2010 წლის 2 სექტემბრის წერილების გაცვლის („ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) შესახებ“ 2010 წლის შეთანხმება) საფუძველზე, და იმ სამართლებრივი ჩარჩოს გაფართოებისა და დაზუსტების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ნატო და საქართველო ახორციელებენ საქმიანობას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;

კერძოდ, საქართველოში ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების, მათ შორის, ნდობის ფონდების ამოქმედებისა და ნატოს პერსონალის მოვლინების  ხელშეწყობის, ასევე სხვა საკითხების  გადაწყვეტის მიზნით;

მაქვს პატივი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის გამართულად ფუნქციონირებისთვის სათანადო პირობების შექმნისა და ნატო-საქართველოს ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, შემოგთავაზოთ შემდეგი:

1.  ნატოს სამეკავშირეო ოფისს სრულად მიენიჭება ის პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები, რომლებიც  საქართველოში დაფუძნებული  დიპლომატიური მისიისთვის მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათების ეკვივალენტურია, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

2. რამდენადაც ამ წერილის პირველი პუნქტის შესაბამისად პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები ჯერ არ არის მინიჭებული, ნატოს სამეკავშირეო ოფისის მოძრავი ქონება, რომელიც იმპორტირებულია საქართველოში, ექსპორტირებულია საქართველოდან, ან შესყიდულია საქართველოში, თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო მოსაკრებლების, ანაკრეფის, ტარიფების, კომპენსაციისა და სხვა გადასახადებისგან.

3. გარდა ამისა, რამდენადაც ამ წერილის პირველი პუნქტის შესაბამისად პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები ჯერ არ არის მინიჭებული, ნატოს პროექტების, პროგრამების და თანამშრომლობითი საქმიანობის, საქართველოს ტერიტორიაზე სათანადოდ განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ნატოს პერსონალის მიერ შესაძლოა გაფორმდეს ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული პროექტების, პროგრამებისა და საქმიანობის შესასრულებლად ან განსახორციელებლად.

4. ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ფუნქციები, კერძოდ, მოიცავს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში დამტკიცებულ საქმიანობას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და ნებისმიერ სხვა სახის საქმიანობას  ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

5. სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს და საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთი ფუნქციების განსახორციელებლად ნატოს მიერ დაქირავებულ, ნატოში მივლენილ ან განწესებულ ნებისმიერ სხვა სამოქალაქო ან სამხედრო პერსონალს (მათ შორის, ნებისმიერ სამოქალაქო ან სამხედრო პერსონალს, რომელიც მივლენილი ან განწესებულია ნატოში იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც ნატო აღიარებს პარტნიორ ქვეყნებად, და რომლებსაც საქართველო იღებს თავის ტერიტორიაზე), საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების გარდა, (შემდგომში „ნატოს პერსონალი“) და მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს სრულად მიენიჭება ის პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები, რომლებიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური აგენტისთვის მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათების ეკვივალენტურია, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

6. ნატოს პერსონალი თავისუფლდება გადასახადებისა და გადასახდელებისგან და მათ შეუძლიათ იმპორტის გადასახდელის გარეშე განახორციელონ საქონლის იმპორტი როგორც პირადი, ისე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების საჭიროებებისთვის, რამდენადაც ამ წერილის მე-5 პუნქტის შესაბამისად ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ჯერ კიდევ არ არის მინიჭებული.

7. სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფუნქციებს, და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები, ისარგებლებენ ისეთივე პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, რომლებიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისთვის მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათების ეკვივალენტურია, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებების შესაბამისად.

8. ნატოს ექსპერტები, რომლებიც დაქირავებულნი არიან ნატოს მიერ, მივლინებულნი ან განწესებულნი არიან ნატოში და დროებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ან ნატოს სამეკავშირეო ოფისის სახელით ამოცანების ან ფუნქციების განსახორციელებლად, ადგილობრივად დაქირავებული პერსონალის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში ისარგებლებენ მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით. 

9. ადგილობრივი პერსონალის წევრები, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფუნქციებს და არიან ნატოს ან ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ დაქირავებული საქართველოს მოქალაქეები, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები, დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობას. ისინი ისარგებლებენ იმუნიტეტით სასამართლო  პროცესისგან მათ მიერ ოფიციალური მოვალეობების შესრულების დროს ზეპირად წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და ყველა სახის  ქმედებასთან დაკავშირებით.

10. საქართველოში ჩასვლისას, ნატოს პერსონალზე და ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალზე, საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების გარდა, ასევე მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებზე გაიცემა დიპლომატიური საიდენტიფიკაციო ბარათები ან ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის საიდენტიფიკაციო ბარათები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს შესაძლო სავიზო მოთხოვნების შესრულებას. ნატოს სამეკავშირეო ოფისის სატრანსპორტო საშუალებებისა და ნატოს პერსონალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გაიცემა სტანდარტული დიპლომატიური სანომრე ნიშნები.

11. საქართველოს მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით, ხელს შეუწყობს სავიზო და საბაჟო მოთხოვნების შესრულებას ნატოს პერსონალისთვის, თანამდებობის პირებისა და ექსპერტებისთვის. მათი ოფიციალური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო აღჭურვილობა შეიძლება თავისუფლად იქნეს იმპორტირებული საქართველოს ტერიტორიაზე და რეექსპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან.

12. სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით გათვალისწინებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მიუხედავად, ნატოს პერსონალი, თანამდებობის პირები და ექსპერტები დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას. ისინი არ ჩაერთვებიან საქართველოში ნებისმიერი სახის პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობაში.

13. ნატო, მისი ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს ის განთავსებული და ვინც არ უნდა განკარგავდეს მას, ისარგებლებს იმუნიტეტით ნებისმიერი სახის სასამართლო  პროცესისგან, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევისა, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც მოქმედებს ორგანიზაციის სახელით, ცალსახად უარს ამბობს ამგვარ იმუნიტეტზე. თუმცა, იგულისხმება, რომ  იმუნიტეტზე უარის თქმა  არ ვრცელდება სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ან ქონების დაყადაღებაზე.

14. საქართველოს მთავრობა უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საჭირო საოფისე ფართს. საოფისე ფართი ნატოს სამეკავშირეო ოფისს უნდა გადაეცეს დროულად. მიმდინარე ხარჯები, მათ შორის, კომუნალური მომსახურებისა  (ელექტროენერგია, გათბობა, წყალი) და ოფისის დასუფთავების  ხარჯები დაიფარება ნატოს მიერ.

15. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფართი არ იქნება გამოყენებული იმგვარად, რაც არ შეესაბამება ნატოს პერსონალისა და თანამდებობის პირების ფუნქციებს.

16. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს ნატოს სამეკავშირეო ოფისის და მისი შენობების, ნატოს პერსონალისა და თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების ადეკვატური უშიშროება და უსაფრთხოება.

17. ნატო და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები შეთანხმდებიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის საოფისე ფართის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ნებისმიერი დამატებით ღონისძიების გატარებაზე.

18. ნატოს სამეკავშირეო ოფისს უფლება აქვს გამოიყენოს ნატოს დროშა და ნატოს ემბლემა. ნატო და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები გამართავენ ერთმანეთთან კონსულტაციებს აღნიშნული სიმბოლიკის განთავსების შესახებ. ნატოს სამხედრო პერსონალს შეუძლია ატაროს ფორმა და იარაღი თავისი განაწესის შესაბამისად.

19.  ნატოს სამეკავშირეო ოფისს შეუძლია რადიოგადამცემი და მიმღები აპარატურის, ასევე სატელიტური სისტემებისა და ანტენების ინსტალირება და ოპერირება. ის ითანამშრომლებს კომპეტენტურ ორგანოებთან სიხშირეების გამოყენებისას რაიმე კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით. საქართველოს მთავრობა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს წვდომას რადიოსიხშირულ სპექტრთან. ამ პუნქტის ამოქმედების მიზნით, კომპეტენტურ ორგანოებს შორის გაფორმდება ხელშეკრულებები.

20. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტები (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე დოკუმენტით), მათ შორის, მათი აქტივები, შემოსავლები და სხვა ქონება (იმისდა მიუხედავად, თუ ვის განკარგულებაშია ის: მიმღების (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე დოკუმენტით), თუ მიმღების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირის) გათავისუფლდეს:

a. ყველა პირდაპირი და დამატებითი გადასახადისგან; თუმცა, არც ნატო და არც მიმღები არ მოითხოვს იმ გადასახადებისგან გათავისუფლებას, რომლებიც დაკავშირებულია კომუნალურ მომსახურებებთან;

b. ყველა სახის საბაჟო მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადებისგან, და იმპორტსა და ექსპორტზე რაოდენობრივი შეზღუდვებისგან იმ ნივთებთან მიმართებაში, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი განხორციელდა ნატოს მიერ დაფინანსებულ პროექტთან დაკავშირებით, ან მისი ხელშეწყობის მიზნით; დაუშვებელია ამგვარად იმპორტირებული ნივთების განკარგვა საქართველოში, გაყიდვის ან გაჩუქების გზით, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობების დაცვით;

c. ყველა სახის საბაჟო მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადებისგან, და იმპორტსა და ექსპორტზე რაოდენობრივი შეზღუდვებისგან იმ პუბლიკაციებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება ნატოს მიერ დაფინანსებულ პროექტს.

21. საქართველოს მთავრობა ნებას დართავს ნატოსა და მიმღებებს გააფორმონ პირდაპირი კონტრაქტები საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი წყაროდან საქონლისა და მომსახურებათა შესყიდვის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ნატოს მიერ დაფინანსებულ პროექტებთან. ამგვარი კონტრაქტები, საქონელი და მომსახურებები არ ექვემდებარება  მოსაკრებლებით, გადასახადებით ან სხვა ანაკრეფით დაბეგვრას საქართველოს მიერ, ან საქართველოში. დაუშვებელია წინამდებარე პუნქტის შესაბამისად შეძენილი საქონლის ან მომსახურებათა განკარგვა საქართველოში, გაყიდვის ან გაჩუქების გზით, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობების დაცვით;

22. საქართველოს მთავრობა ნებას დართავს ნატოსა და მიმღებებს გახსნან საბანკო ანგარიშები ევროში, საქართველოში, ან საზღვარგარეთ, სადაც ჩაირიცხება ნატოს მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით ნატოს მიერ გამოყოფილი თანხები. ამგვარ ანგარიშებზე არ გავრცელდება ვალუტის კონვერტირებასთან დაკავშირებული რაიმე მოთხოვნა ან  შეზღუდვა.

23. მე-20-22-ე პუნქტების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

„ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტი“ ნიშნავს ნებისმიერ პროექტს ან საქმიანობას, რომელიც მოიცავს, და არა მხოლოდ, სამეცნიერო კვლევის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ტექნიკური დახმარების ან სასწავლო-კვლევით პროექტებს, დაფინანსებულს ნატოს მიერ, ან მეშვეობით, „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ პროგრამის, ნდობის ფონდის, თუ სხვა მექანიზმის ფარგლებში.

„მიმღები“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდულ პირს, რომელიც იმყოფება, ან რომელსაც გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი საქართველოში, და წარმოადგენს ფულადი სახსრების და/ან აპარატურის მიმღებს ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

24. „მეკავშირე ოფიცრის შესახებ“ 2005 წლის შეთანხმების, „ნატოს სამეკავშირეო ოფისის შესახებ“ 2010 წლის შეთანხმებისა და წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ზღუდავს, ან არ აფერხებს საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ნებისმიერი ორმხრივი შეთანხმების, ან ხელშეკრულების განხორციელებას, რომელიც შეეხება ამგვარი ორმხრივი შეთანხმების ან ხელშეკრულების გამოყენებას ნატოს იმ ძალების ან სხვა პერსონალის მიმართ, რომელიც წარგზავნილია აღნიშნული სახელმწიფოს მიერ, მათ შორის, იმ პერსონალის მიმართ, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული ორმხრივი შეთანხმება ან ხელშეკრულება, თუ საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოს შორის მკაფიოდ ფორმულირებული სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.

25. 24-ე პუნქტის მიზნებისთვის, გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

„ნატოს ძალები“ ნიშნავს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, გარდა კონტრაქტორებისა, სამხედრო აღჭურვილობას, საგზაო, საზღვაო, საჰაერო  სატრანსპორტო საშუალებებს და აპარატურას, რომელიც ეკუთვნის ნატოს წევრი სახელმწიფოების სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებს, რომლებიც მოქმედებენ  ნატოს სარდლობისა და ზედამხედველობის ქვეშ, ან ნატოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;

„ნატოს სხვა პერსონალი“ ნიშნავს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, რომელიც  მივლენილი ან განწესებულია ნატოსა და მის წევრ სახელმწიფოებში, ან დაქირავებულია ნატოსა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ, გარდა საქართველოში დაქირავებული ადგილობრივი პერსონალისა; და

„წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს ნატოს შესაბამის წევრ სახელმწიფოებს, რომელთაც მიეკუთვნება ნატოს პერსონალი.

26. საქართველოსა და ნატოს შორის წინამდებარე შეთანხმებასთან ან მის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე  ნებისმიერი დავა გადაწყდება დიპლომატიური საშუალებებით.

27. საქართველოსა და ნატოს შეუძლიათ, წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, წარმოადგინონ შესწორებები ან ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში და მოითხოვონ ამ შეთავაზებული შესწორებების ან ცვლილებების განხილვა. ასეთი შესწორებები და ცვლილებები ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორც ეს შეთანხმება.

28. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის მიერ, შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა შესაბამისი მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის შემდეგ. ამის შემდეგ შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას და ძალაში დარჩება მხოლოდ იმ გადაუწყვეტელი პრეტენზიების მიმართ, რომლებიც  წარმოიშვა შეთანხმების შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღამდე.

29. ეს შეთანხმება არ ცვლის ან არ ასწორებს, და არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს იგი ცვლიდეს ან ასწორებდეს ნატოსა და საქართველოს შორის საქართველოში „ნატოს/„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მეკავშირე ოფიცრის მოვლინების შესახებ“ 2005 წლის 31 იანვრისა და 2005 წლის 2 თებერვლის წერილების გაცვლის დოკუმენტის დებულებებს. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, „ნატოს სამოკავშირეო ოფისის შექმნის შესახებ“ 2010 წლის 23 აგვისტოსა და 2010 წლის 2 სექტემბრის წერილების გაცვლის დოკუმენტი მოქმედებას შეწყვეტს და ძალაში დარჩება მხოლოდ იმ გადაუწყვეტელი პრეტენზიების მიმართ, რომლებიც  წარმოიშვა შეთანხმების შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღამდე.

მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ ეს წერილი თქვენს პასუხთან ერთად, რომელშიც გამოხატული იქნება თანხმობა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოადგენდეს ნატოსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებას. ის ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს ნატოს, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა შიდა პროცედურა დასრულებულია.

პატივისცემით,

როუზ ე. გოტემილერი

[ხელმოწერა]

მისი აღმატებულება

ბატონი მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თბილისი

[საქართველოს სახელმწიფო გერბი]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

პატივცემულო გენერალური მდივნის მოადგილევ,

მაქვს პატივი დავადასტურო თქვენი 2017 წლის 29 მაისის წერილის მიღება, რომელიც იკითხება შემდეგნაირად:

„ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრი სახელმწიფოების მიერ ბუქარესტის, სტრასბურგის/კელის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით  მიღებული გადაწყვეტილებების უფრო ეფექტიანად შესრულების მიზნით;

ნატოსა და საქართველოს  შორის ურთიერთობათა კიდევ უფრო გაძლიერებისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების ხელშეწყობისთვის;

ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში განსაზღვრული  ამბიციური დღის წესრიგისა და ნატო-საქართველოს სხვა საპარტნიორო ინიციატივების ამოქმედებისა და მხარდაჭერის მიზნით, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წვრთნების ჩატარებას, სწავლებას, გაცილებით მჭიდრო კავშირს და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების შესაძლებლობებს;

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას ალიანსის წევრობისთვის მომზადების პროცესში, როგორც ეს დადასტურდა ვარშავის სამიტზე;

„საქართველოში ნატოს/„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მეკავშირე ოფიცრის მოვლინების შესახებ“ 2005 წლის 31 იანვრისა და 2005 წლის 2 თებერვლის წერილების გაცვლისა („მეკავშირე ოფიცრის შესახებ 2005 წლის შეთანხმება“) და „ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) შექმნის შესახებ“ 2010 წლის 23 აგვისტოსა და 2010 წლის 2 სექტემბრის წერილების გაცვლის („ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) შესახებ“ 2010 წლის შეთანხმება) საფუძველზე, და იმ სამართლებრივი ჩარჩოს გაფართოებისა და დაზუსტების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ნატო და საქართველო ახორციელებენ საქმიანობას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;

კერძოდ, საქართველოში ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების, მათ შორის, ნდობის ფონდების ამოქმედებისა და ნატოს პერსონალის მოვლინების  ხელშეწყობის, ასევე სხვა საკითხების  გადაწყვეტის მიზნით;

მაქვს პატივი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის გამართულად ფუნქციონირებისთვის სათანადო პირობების შექმნისა და ნატო-საქართველოს ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, შემოგთავაზოთ შემდეგი:

1.  ნატოს სამეკავშირეო ოფისს სრულად მიენიჭება ის პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები, რომლებიც  საქართველოში დაფუძნებული  დიპლომატიური მისიისთვის მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათების ეკვივალენტურია, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

2. რამდენადაც ამ წერილის პირველი პუნქტის შესაბამისად პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები ჯერ არ არის მინიჭებული, ნატოს სამეკავშირეო ოფისის მოძრავი ქონება, რომელიც იმპორტირებულია საქართველოში, ექსპორტირებულია საქართველოდან, ან შესყიდულია საქართველოში, თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო მოსაკრებლების, ანაკრეფის, ტარიფების, კომპენსაციისა და სხვა გადასახადებისგან.

3. გარდა ამისა, რამდენადაც ამ წერილის პირველი პუნქტის შესაბამისად პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები ჯერ არ არის მინიჭებული, ნატოს პროექტების, პროგრამების და თანამშრომლობითი საქმიანობის, საქართველოს ტერიტორიაზე სათანადოდ განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ნატოს პერსონალის მიერ შესაძლოა გაფორმდეს ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული პროექტების, პროგრამებისა და საქმიანობის შესასრულებლად ან განსახორციელებლად.

4. ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ფუნქციები, კერძოდ, მოიცავს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში დამტკიცებულ საქმიანობას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და ნებისმიერ სხვა სახის საქმიანობას  ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

5. სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს და საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთი ფუნქციების განსახორციელებლად ნატოს მიერ დაქირავებულ, ნატოში მივლენილ ან განწესებულ ნებისმიერ სხვა სამოქალაქო ან სამხედრო პერსონალს (მათ შორის, ნებისმიერ სამოქალაქო ან სამხედრო პერსონალს, რომელიც მივლენილი ან განწესებულია ნატოში იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც ნატო აღიარებს პარტნიორ ქვეყნებად, და რომლებსაც საქართველო იღებს თავის ტერიტორიაზე), საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების გარდა, (შემდგომში „ნატოს პერსონალი“) და მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს სრულად მიენიჭება ის პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები, რომლებიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური აგენტისთვის მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათების ეკვივალენტურია, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

6. ნატოს პერსონალი თავისუფლდება გადასახადებისა და გადასახდელებისგან და მათ შეუძლიათ იმპორტის გადასახდელის გარეშე განახორციელონ საქონლის იმპორტი როგორც პირადი, ისე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების საჭიროებებისთვის, რამდენადაც ამ წერილის მე-5 პუნქტის შესაბამისად ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ჯერ კიდევ არ არის მინიჭებული.

7. სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფუნქციებს, და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები, ისარგებლებენ ისეთივე პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, რომლებიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისთვის მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათების ეკვივალენტურია, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებების შესაბამისად.

8. ნატოს ექსპერტები, რომლებიც დაქირავებულნი არიან ნატოს მიერ, მივლინებულნი ან განწესებულნი არიან ნატოში და დროებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ან ნატოს სამეკავშირეო ოფისის სახელით ამოცანების ან ფუნქციების განსახორციელებლად, ადგილობრივად დაქირავებული პერსონალის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში ისარგებლებენ მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით. 

9. ადგილობრივი პერსონალის წევრები, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფუნქციებს და არიან ნატოს ან ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ დაქირავებული საქართველოს მოქალაქეები, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები, დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობას. ისინი ისარგებლებენ იმუნიტეტით სასამართლო  პროცესისგან მათ მიერ ოფიციალური მოვალეობების შესრულების დროს ზეპირად წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და ყველა სახის  ქმედებასთან დაკავშირებით.

10. საქართველოში ჩასვლისას, ნატოს პერსონალზე და ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალზე, საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების გარდა, ასევე მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებზე გაიცემა დიპლომატიური საიდენტიფიკაციო ბარათები ან ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის საიდენტიფიკაციო ბარათები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს შესაძლო სავიზო მოთხოვნების შესრულებას. ნატოს სამეკავშირეო ოფისის სატრანსპორტო საშუალებებისა და ნატოს პერსონალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გაიცემა სტანდარტული დიპლომატიური სანომრე ნიშნები.

11. საქართველოს მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით, ხელს შეუწყობს სავიზო და საბაჟო მოთხოვნების შესრულებას ნატოს პერსონალისთვის, თანამდებობის პირებისა და ექსპერტებისთვის. მათი ოფიციალური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო აღჭურვილობა შეიძლება თავისუფლად იქნეს იმპორტირებული საქართველოს ტერიტორიაზე და რეექსპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან.

12. სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით გათვალისწინებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მიუხედავად, ნატოს პერსონალი, თანამდებობის პირები და ექსპერტები დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას. ისინი არ ჩაერთვებიან საქართველოში ნებისმიერი სახის პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობაში.

13. ნატო, მისი ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს ის განთავსებული და ვინც არ უნდა განკარგავდეს მას, ისარგებლებს იმუნიტეტით ნებისმიერი სახის სასამართლო  პროცესისგან, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევისა, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც მოქმედებს ორგანიზაციის სახელით, ცალსახად უარს ამბობს ამგვარ იმუნიტეტზე. თუმცა, იგულისხმება, რომ  იმუნიტეტზე უარის თქმა  არ ვრცელდება სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ან ქონების დაყადაღებაზე.

14. საქართველოს მთავრობა უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საჭირო საოფისე ფართს. საოფისე ფართი ნატოს სამეკავშირეო ოფისს უნდა გადაეცეს დროულად. მიმდინარე ხარჯები, მათ შორის, კომუნალური მომსახურებისა  (ელექტროენერგია, გათბობა, წყალი) და ოფისის დასუფთავების  ხარჯები დაიფარება ნატოს მიერ.

15. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფართი არ იქნება გამოყენებული იმგვარად, რაც არ შეესაბამება ნატოს პერსონალისა და თანამდებობის პირების ფუნქციებს.

16. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს ნატოს სამეკავშირეო ოფისის და მისი შენობების, ნატოს პერსონალისა და თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების ადეკვატური უშიშროება და უსაფრთხოება.

17. ნატო და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები შეთანხმდებიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის საოფისე ფართის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ნებისმიერი დამატებით ღონისძიების გატარებაზე.

18. ნატოს სამეკავშირეო ოფისს უფლება აქვს გამოიყენოს ნატოს დროშა და ნატოს ემბლემა. ნატო და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები გამართავენ ერთმანეთთან კონსულტაციებს აღნიშნული სიმბოლიკის განთავსების შესახებ. ნატოს სამხედრო პერსონალს შეუძლია ატაროს ფორმა და იარაღი თავისი განაწესის შესაბამისად.

19.  ნატოს სამეკავშირეო ოფისს შეუძლია რადიოგადამცემი და მიმღები აპარატურის, ასევე სატელიტური სისტემებისა და ანტენების ინსტალირება და ოპერირება. ის ითანამშრომლებს კომპეტენტურ ორგანოებთან სიხშირეების გამოყენებისას რაიმე კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით. საქართველოს მთავრობა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს წვდომას  რადიოსიხშირულ სპექტრთან. ამ პუნქტის ამოქმედების მიზნით, კომპეტენტურ ორგანოებს შორის გაფორმდება ხელშეკრულებები.

20. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტები (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე დოკუმენტით), მათ შორის მათი აქტივები, შემოსავლები და სხვა ქონება (იმისდა მიუხედავად თუ ვის განკარგულებაშია ის: მიმღების (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე დოკუმენტით), თუ მიმღების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირის) განთავისუფლდეს:

a. ყველა პირდაპირი და დამატებითი გადასახადისგან; თუმცა, არც ნატო და არც მიმღები არ მოითხოვს იმ გადასახადებისგან განთავისუფლებას, რომლებიც დაკავშირებულია კომუნალურ მომსახურებებთან;

b. ყველა სახის საბაჟო მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადებისგან, და იმპორტსა და ექსპორტზე რაოდენობრივი შეზღუდვებისგან იმ ნივთებთან მიმართებაში, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი განხორციელდა ნატოს მიერ დაფინანსებულ პროექტთან დაკავშირებით, ან მისი ხელშეწყობის მიზნით; დაუშვებელია ამგვარად იმპორტირებული ნივთების განკარგვა საქართველოში, გაყიდვის ან გაჩუქების გზით, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობების დაცვით;

c. ყველა სახის საბაჟო მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადებისგან, და იმპორტსა და ექსპორტზე რაოდენობრივი შეზღუდვებისგან იმ პუბლიკაციებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება ნატოს მიერ დაფინანსებულ პროექტს.

21. საქართველოს მთავრობა ნებას დართავს ნატოსა და მიმღებებს გააფორმონ პირდაპირი კონტრაქტები საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი წყაროდან საქონლისა და მომსახურებათა შესყიდვის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ნატოს მიერ დაფინანსებულ პროექტებთან. ამგვარი კონტრაქტები, საქონელი და მომსახურებები არ ექვემდებარება  მოსაკრებლებით, გადასახადებით ან სხვა ანაკრეფით დაბეგვრას საქართველოს მიერ, ან საქართველოში. დაუშვებელია წინამდებარე პუნქტის შესაბამისად შეძენილი საქონლის ან მომსახურებათა განკარგვა საქართველოში, გაყიდვის ან გაჩუქების გზით, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობების დაცვით.

22. საქართველოს მთავრობა ნებას დართავს ნატოსა და მიმღებებს გახსნან საბანკო ანგარიშები ევროში, საქართველოში, ან საზღვარგარეთ, სადაც ჩაირიცხება ნატოს მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით ნატოს მიერ გამოყოფილი თანხები. ამგვარ ანგარიშებზე არ გავრცელდება ვალუტის კონვერტირებასთან დაკავშირებული რაიმე მოთხოვნა ან  შეზღუდვა.

23. მე-20-22-ე პუნქტების მიზნებისთვის, გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

„ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტი“ ნიშნავს ნებისმიერ პროექტს ან საქმიანობას, რომელიც მოიცავს, და არა მხოლოდ, სამეცნიერო კვლევის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ტექნიკური დახმარების ან სასწავლო-კვლევით პროექტებს, დაფინანსებულს ნატოს მიერ, ან მეშვეობით, „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ პროგრამის, ნდობის ფონდის, თუ სხვა მექანიზმის ფარგლებში.

„მიმღები“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდულ პირს, რომელიც იმყოფება, ან რომელსაც გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი საქართველოში, და წარმოადგენს ფულადი სახსრების და/ან აპარატურის მიმღებს ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

24. „მეკავშირე ოფიცრის შესახებ“ 2005 წლის შეთანხმების, „ნატოს სამეკავშირეო ოფისის შესახებ“ 2010 წლის შეთანხმებისა და წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ზღუდავს, ან არ აფერხებს საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ნებისმიერი ორმხრივი შეთანხმების, ან ხელშეკრულების განხორციელებას, რომელიც შეეხება ამგვარი ორმხრივი შეთანხმების ან ხელშეკრულების გამოყენებას ნატოს იმ ძალების ან სხვა პერსონალის მიმართ, რომელიც წარგზავნილია აღნიშნული სახელმწიფოს მიერ, მათ შორის, იმ პერსონალის მიმართ, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული ორმხრივი შეთანხმება ან ხელშეკრულება, თუ საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოს შორის მკაფიოდ ფორმულირებული სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.

25. 24-ე პუნქტის მიზნებისთვის, გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

„ნატოს ძალები“ ნიშნავს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, გარდა კონტრაქტორებისა, სამხედრო აღჭურვილობას, საგზაო, საზღვაო, საჰაერო  სატრანსპორტო საშუალებებს და აპარატურას, რომელიც ეკუთვნის ნატოს წევრი სახელმწიფოების სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებს, რომლებიც მოქმედებენ  ნატოს სარდლობისა და ზედამხედველობის ქვეშ, ან ნატოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;

„ნატოს სხვა პერსონალი“ ნიშნავს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, რომელიც  მივლენილი ან განწესებულია ნატოსა და მის წევრ სახელმწიფოებში, ან დაქირავებულია ნატოსა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ, გარდა საქართველოში დაქირავებული ადგილობრივი პერსონალისა; და

„წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს ნატოს შესაბამის წევრ სახელმწიფოებს, რომელთაც მიეკუთვნება ნატოს პერსონალი.

26. საქართველოსა და ნატოს შორის წინამდებარე შეთანხმებასთან ან მის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე  ნებისმიერი დავა გადაწყდება დიპლომატიური საშუალებებით.

27. საქართველოსა და ნატოს შეუძლიათ, წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, წარმოადგინონ შესწორებები ან ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში და მოითხოვონ ამ შეთავაზებული შესწორებების ან ცვლილებების განხილვა. ასეთი შესწორებები და ცვლილებები ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორც ეს შეთანხმება.

28. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის მიერ, შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა შესაბამისი მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის შემდეგ. ამის შემდეგ შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას და ძალაში დარჩება მხოლოდ იმ გადაუწყვეტელი პრეტენზიების მიმართ, რომლებიც  წარმოიშვა შეთანხმების შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღამდე.

29. ეს შეთანხმება არ ცვლის ან არ ასწორებს, და არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს იგი ცვლიდეს ან ასწორებდეს ნატოსა და საქართველოს შორის საქართველოში „ნატოს/„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მეკავშირე ოფიცრის მოვლინების შესახებ“ 2005 წლის 31 იანვრისა და 2005 წლის 2 თებერვლის წერილების გაცვლის დოკუმენტის დებულებებს. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, „ნატოს სამოკავშირეო ოფისის შექმნის შესახებ“ 2010 წლის 23 აგვისტოსა და 2010 წლის 2 სექტემბრის წერილების გაცვლის დოკუმენტი მოქმედებას შეწყვეტს და ძალაში დარჩება მხოლოდ იმ გადაუწყვეტელი პრეტენზიების მიმართ, რომლებიც  წარმოიშვა შეთანხმების შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღამდე.

მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ ეს წერილი თქვენს პასუხთან ერთად, რომელშიც გამოხატული იქნება თანხმობა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოადგენდეს ნატოსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებას. ის ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს ნატოს, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა შიდა პროცედურა დასრულებულია.“ .

მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული დებულებები მისაღებია საქართველოს მთავრობისათვის. აგრეთვე მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, რომ თქვენი წერილი და წინამდებარე საპასუხო წერილი წარმოადგენს ნატოსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის ნატოს მხარის მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველოს მთავრობა იუწყება, რომ საქართველომ დაასრულა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.

პატივისცემით,

[ხელმოწერა]

მიხეილ ჯანელიძე

მისი აღმატებულება

ქალბატონი როუზ ე. გოტემილერი

გენერალური მდივნის მოადგილე

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია

ბრიუსელი

№01/19633

29.05.2017