დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016376 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
1. „სენაკის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.108.016352) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) განისაზღვროს: ა. ა) შემოსულობები 8587,0 ათ.ლარით; ა. ბ) გადასახდელები 9097,1 ათ.ლარით; ა. გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 4681,6 ათ.ლარით, მათ შორის: ა. გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 4486,6 ათ.ლარით; ა. გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 195,0 ათ.ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 50,0 ათ.ლარით; ა.ე) ფინანსური აქტივების კლება 510,1 ათ.ლარით“; დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა.ა) 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
,“; ა.ბ) მე- 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
“; ა.გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7033,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
“; ა.დ) მე- 8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1855,5 ათასი ლარით მათ შორის: ა) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2055,5 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ა.ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ა.ვ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 510,1 ათ. ლარით. 2. განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 510,1 ათ. ლარით. ა.ზ) მე-15 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს ,,1.5“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.5. 465,5 ათ.ლარი – სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტში 2017 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება”; ა.თ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.1.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.1.1. 342,8 ათ.ლარი– სპორტის ხელშეწყობის ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში სპორტის ხელშეწყობის კუთხით ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება“ (რომლის შემადგენლობაში შედის სპორტის სასახლე, სასპორტო სკოლა). პროგრამის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს სპორტის პროპაგანდა, სპორტული მონაცემების მქონე ახალგაზრდების გამოვლენას, მათი დაოსტატებისათვის ზრუნვა, სპორტული ღონისძიებების მომზადებას და ჩატარებას. სპორტისა და ფიზიკურ აღზრდასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ორგანიზაციას. ამჟამად ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების 43 სექცია, მათშორის: ძიუდო (4 სექცია) 33 ბავშვზე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის (6 სექცია) 54 ბავშვზე; კარატე-დო (6 სექცია) 63 ბავშვზე; ჭადრაკი (4 სექცია) 32 ბავშვზე; რაგბი–ლელო ( 6 სექცია)37 ბავშვზე; კალათბურთი (2 სექცია) 31 ბავშვზე; ტაეკვანდო(4 სექცია) 38 ბავშვზე; ხელბურთის ( 2 სექცია) 17 ბავშვზე; ფუტზალის (1 სექცია) 18 ბავშვზე; კრივი (8 სექცია) 62 ბავშვზე; სასპორტო გაერთიანებაში სპორტული ღონისძიებები ეწყობა წლის დასაწყისში დამტკიცებული სპეციალური გეგმის მიხედვით. გარდა ამისა სასპორტო გაერთიანების სექციებში გაერთიანებული სპორტსმენები და მათ მიერ აღზრდილი ახალგაზრდები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის და საერთაშორისო მაშტაბით გამართულ შეჯიბრებებში, სადაც საკმაოდ მაღალი შედეგები აქვთ მოპოვებული–არაერთი მათგანია ჩარიცხული ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში. დაწესდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის რომლებიც არ იხდიან თანხას, ხოლო გადასახადის თანხა განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით. გაეწიოს 50%-იანი შეღავათი ერთიდან 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში; გაუქმდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა ოჯახები იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70000 დაბალი ქულა.“; ა.ი) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.2.4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2.4. 66,4 ათ.ლარი – კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა ( პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 66391 ლარი ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები უზრუნველყოფს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვასა და მისი რეალიზაციის კოორდინაციას. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერას, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების და სხვა აქტივობების ორგანიზებას. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, უნიკალური და უძველესი ქართული კულტურის ფასეულობების მომავალი თაობებისათვის გადაცემა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა თეატრალური, სამხატვრო და სამუსიკო დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა
“; ა.კ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4.2.6. 265,3 ათასი ლარი – ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ბიუჯეტი:265325 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. 4.2.6.1. სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის, ასევე სამედიცინო საგნებით (გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსების პირობებში 18 წლამდე მოზარდებს დახმარება გაეწევა სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარისა; ბ) 500 ლარამდე თანადაფინანსების შემთხვევაში (გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) სრულწლოვან ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა გადასახდელი თანხის 50%-ით. სხვა შემთხვევაში, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა 300 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა. გ) სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „C“ ჰეპატიტით დაავადებული პირებს „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების თანადაფინასებისათვის დახმარება გაეწევა 150 ლარით. სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვან იწევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №100; ანგარიშ-ფაქტურა; კალკულაცია; მომართვა ჯანდაცვის მომსახურეობის სააგენტოდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ. (აუცილებლობას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მიერ ანგარიშ-ფაქტურაშივე განსაზღვრულია პაციენტის მიერ თანაგადასახდელი თანხა). შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე წინასწარ გაიცემა საგარანტიო წერილი. 4.2.6.2. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონეო ჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება 70 ლარის ფარგლებში ბ)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე სამედიცინო საგნებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. გ) ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა დ ათანადაფინანსების პირობების შესაბამისად.დ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის მედიკამენტებით. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე გაცემული საგარანტიო წერილით.”. თავი III სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები ა.ლ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 16. სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები