დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.145.016147 |
|
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
|
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/01/2018; 010250000.35.145.016145) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ბავშვის მარტოხელა დედის მიერ დაბადების შემთხვევაში – მარტოხელა დედობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, ოპერაციის ჩატარებამდე 15 დღით ადრე, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგ სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) საბანკო რეკვიზიტები.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლე არის მრავალშვილიანი ოჯახის მამა, მარტოხელა დედა ან დედა, რომელსაც გარდაეცვალა მეუღლე.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები: „თ) ბავშვის მარტოხელა დედის მიერ დაბადების შემთხვევაში – მარტოხელა დედობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; „ი) მამის გარდაცვალების მოწმობა.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები