დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მაისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.108.016372 |
|
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მაისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1251 ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მაისის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 24/05/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016307) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხს.”; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი.”; „2. საბჭოს თავმჯდომარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი.’’; „4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის კურატორი სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.“; „7. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრები, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.”; „9. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელე. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.”; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი.”; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს.”; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ”, „თ”, „ი” ქვეპუნქტები, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;”; „თ) შშმ პირებთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;”; „ი) შშმ პირებთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;”; „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.”; „3. საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო.”; თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭო გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს სენაკის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ერთჯერადად. წლიური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს დეკემბრის თვისა. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.” |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები