,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016371
7
15/01/2018
ვებგვერდი, 17/01/2018
010250020.35.108.016371
,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2018 წლის 15 იანვარი

ქ. სენაკი

 

,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანულ კანონში  ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი” ცვლილების შეტანის  შესახებ” საქართველოს  2017 წლის 26 ივლისის №1251  ორგანული  კანონის  და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მაისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016308) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სენაკის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის ადგილები განისაზღვრება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით.”;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომაშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, დასამტკიცებლად წარუდგენს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. აღნიშნულს საკრებულო განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს  –  საკრებულოს განკარგულებას.”;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებთან კონტროლს უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეული – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი